|
2023-07-31 05:20:27, 732 ნახვა
პოლიტიკა
მოქალაქეები ბათუმის პორტში რუსულ გემს აქციით ელოდებიან
"წადი, წადი", - ამ წუთებში ბათუმის პორტში საპროტესტო აქცია გრძელდება. აქციის მონაწილეები მოქალაქეებს პორტის ტერიტორიაზე მისვლისკენ მოუწოდებენ და ამბობენ, რომ "დღეს წყდება ჩვენი ქვეყნის ბედი და მომავალი". მანამდე რუსული საკრუიზო ლაინერის დასახვედრად, ბათუმის პორტთან ორმაგი ბარიკადები აღმართეს. როგორც ადგილზე მყოფი სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები ყვებიან, ადგილზე პოლიციის მობილიზებაცაა და ისინი რუსების დასახვედრად ემზადებიან. მათივე თქმით, ბარიკადები გზის სავალ ნაწილამდე გრძელდება. ცოტა ხნის წინ პოლიციამ პორტის მიმდებარე ტერიტორიის აქციის მონაწილეებისგან გათავისუფლება დაიწყო. ადგილზე პოლიციის უპრეცენდენტო მობილიზებაა. აქციის მონაწილეები შეეცადნენ მოერღვიათ ჯებირები და შესულიყვნენ ნავსადგურის ტერიტორიაზე, რომელიც პოლიციას ორმაგი ჯებირებით აქვს შემოსაზღვრული. ივლისში ცნობილი გახდა, რომ ბათუმში შემოვა რუსეთიდან, სოჭიდან გამოსული, პალაუს დროშის ქვეშ მცურავი საკრუიზო ლაინერი Astoria Grande, რომელიც კრუიზს ასრულებს მარშრუტით – სოჭი-ტრაპზონი-ბათუმი-ამასრა-სტამბოლი-სოჭი. ლაინერი ბათუმში პირველად შემოვიდა 27 ივლისს, რასაც ბათუმში აქცია მოჰყვა ბათუმის ნავსადგურში და გემმა ბათუმი აქციისა და შეძახილების ფონზე დატოვა. აქცია და მოქალაქეების აღშფოთება გამოიწვია როგორც სოჭიდან გამოსული გემის ბათუმის პორტში შემოსვლამ, ასევე, გემზე მყოფი რუსი ტურისტების სატელევიზიო კომენტარებმა, რომლებშიც ისინი ამბობდნენ, რომ რუსეთი არ არის ოკუპანტი, „ჩვენ ისევ საბჭოთა კავშირში ვართ“, ხოლო ერთ-ერთმა ტურისტმა ღიად განაცხადა, რომ ის ნამყოფია აფხაზეთში, რაც არის ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ კანონის დარღვევა.
ევროკავშირი უკრაინას Starlink-ის ალტერნატივას შესთავაზებს
Toyota Center Tegeta-ს ოფროუდტური - ახალი გამოცდილება 4X4 ავტომობილების მოყვარულებისთვის
პენიტენციური სამსახური ამტკიცებს, რომ პატიმარი საწოლის მეორე სართულიდან გადმოვარდა, პირქვე დაეცა და გარდაიცვალა
სააკაშვილი- უნიათო დიქტატორი პარტიებს ვერ აკრძალავს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)