|
2023-07-28 20:08:10, 947 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - პარტიებთან ერთობაზე კონსულტაციები დავასრულეთ
"ნაციონალური მოძრაობის” და “სტრატეგია აღმაშენებლის” ალიანსმა კონსულტაციები დაასრულა. ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარემ, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა. როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა “გამარჯვების პლატფორმის” მთავარი მიზანი მმართველი პარტიის დამარცხებაა. ხაბეიშვილმა იმ ოპოზიციურად განწყობილ პარტიებს, რომლებიც “ნაციონალურ მოძრაობასთან” ვერ თანამშრომლობენ მოუწოდა, რომ შექმნან ალტერნატიული პროდასავლური გაერთიანება. "ჩვენ კონსულტაციები დავასრულეთ. ჩვენ ერთობაზე ვსაუბრობდით პირველები, ერთობა შევქმენით პირველებმა. ვაპირებთ, რომ დავამარცხოთ რუსული პარტია. შესაბამისად, თუ ვინმეს რაიმე გადაწყვეტილება ექნება, ჩვენ კარს არავისთვის დავხურავთ. თუმცა, პირდაპირ გეტყვით, მოვუწოდებ ოპოზიციურ პარტიებს, თუ პირობითად ნაციონალურ მოძრაობასთან ვერ თანამშრომლობენ, არ უნდათ ამის გაკეთება, ერთმანეთს დაელაპარაკონ და ერთად გააკეთონ ალტერნატიული ძალა პროდასავლურ ველზე", – განაცხადა ხაბეიშვილმა.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)