|
2023-07-28 12:38:11, 1604 ნახვა
რეგიონი
კასპის მერია - გაიცანით გიორგი ნიპარიშვილი - ქართული ხალხური მუსიკალური საკრავების თვითნასწავლი ოსტატი
კასპის მუნიციპალიტეტის მერია საზოგადოებას ახალგაზრდა მეწარმეს, პროფესიით ინჟინერ მშენებელს, 28 წლის ქართული ხალხური მუსიკალური საკრავების თვითნასწავლ ოსტატ - გიორგი ნიპარიშვილს აცნობს. მერიის ცნობით, გიორგი ნიპარიშვილმა ფანდურზე დაკვრა 14 წლის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა, შემდეგ ჯერ საკრავების დამზადება და მათი რესტავრაცია დაიწყო. „გაიცანით კასპელი ახალგაზრდა მეწარმე, პროფესიით ინჟინერ მშენებელი, 28 წლის ქართული ხალხური მუსიკალური საკრავების თვითნასწავლი ოსტატი გიორგი ნიპარიშვილი. გიორგიმ ქართული ფოლკლორის სიყვარულით ფანდურზე დაკვრა 14 წლის ასაკში დამოუკიდებლად ისწავლა, შემდეგ ჯერ საკრავების დამზადება და მათი რესტავრაცია დაიწყო. პირველი კლასიკური ფანდური 16 წლისამ დაამზადა და მას დღემდე ინახავს. საკუთარი ხელთ აშენებულ სახელოსნოში ფანდურს, ჩონგურს, ქართულ გარმონს, სალამურს, დუდუკს, ჭიანურს, დაირას, დოლს, კონტრაბას ამჯერად საკუთარი დიზაინით ამზადებს. ნარჩენი მასალის ხელახლა გადამუშავებით სხვადასხვა დანიშნულების ეკოლოგიურად სუფთა აქსესუარებს ბავშვის სათამაშოებს, სათვალეს, სათვალის ჩასდებს, ა/მანქანის გასაღების საკიდს, ბეჭედი და სხვა ნივთებს ამზადებს. გიორგი ქართული კულტურის დაცვა-განვითარებაში საკუთარი შესაძლებლობების მაქსიმალურად გამოყენებას, იმ უძველესი ქართული ინსტრუმენტების გაცოცხლებას აპირებს რომლებიც დაკარგვის პირასაა და მათი დამამზადებელი ოსტატები ფაქტობრივად აღარ არსებობს. ამ შესაძლებლობების ერთ-ერთ კომპონენტად კი ახალგაზრდების დაინტერესებას და მათთვის ქართული ხალხური მუსიკალური საკრავების შესწავლას განიხილავს. გიორგის მიერ შექმნილი ინსტრუმენტები და აქსესუარები მოთხოვნადია არა მარტო საქართველოში არამედ ქვეყნის გარეთაც. წარმატებები ახალგაზრდა მეწარმეს“,- ნათქვამია კასპის მერიის ინფორმაციაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)