|
2023-07-22 18:01:16, 1144 ნახვა
პოლიტიკა
სარჯველაძე დეგნანზე- იმდენად მნიშვნელოვანი ამბები წარმოაჩინა FARA-ზე გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა, რომ ეს არის თავისი მნიშვნელობით ის საკითხი, რომელსაც ელჩი უნდა გაეცნოს
იმდენად მნიშვნელოვანი ამბები წარმოაჩინა FARA-ზე გამოქვეყნებულმა დოკუმენტებმა, რომ ეს არის თავისი მნიშვნელობით ის საკითხი, რომელსაც ვფიქრობ, ელჩი უნდა გაეცნოს, - ასე შეაფასა პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სარჯველაძემ აშშ-ის ელჩის კელი დეგნანის გამცხადება იმის თაობაზე, რომ ის არ გაცნობია ამერიკის იუსტიციის დეპარტამენტის გვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას, მიხეილ სააკაშვილის მიერ დაქირავებული ლობისტური კომპანიის აქტივობების შესახებ. სარჯველაძის თქმით, ელჩმა ვაშინგტონს უნდა მიაწოდოს ობიექტური ინფორმაცია საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე. მისივე თქმით, შესაძლოა, კელი დეგნანი გაეცნო აღნიშნულ დოკუმენტებს, თუმცა, ამ პასუხით თავი აარიდა ისეთ უხერხულ თემებზე საუბარს, როგორიცაა FARA-ს ანალოგის რუსულ კანონად მონათვლა საქართველოში. “რა თქმა უნდა, ინფორმაციის მოწოდება ვაშინგტონისთვის მისი მხრიდან, იქნება განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი, მათ შორის, სამიზნე ამ ლობისტური საქმიანობის იყო ამერიკელი კონგრესმენების დარწმუნება, რომ საქართველოსთვის სანქციები დაეწესებინათ. ბუნებრივია, ელჩისთვის ეს საყურადღებო ინფორმაციაა, რომ არა ლობიზმის პრიზმაში გატარებული, არამედ ჭეშმარიტი, გაუმრუდებელი ინფორმაცია მიაწოდოს იგივე კონგრესმენებს ან ზოგადად, დედაქალაქს საქართველოში მიმდინარე მოვლენების შესახებ. გულწრფელად რომ ვთქვა, მგონია, რომ ინფორმაციას ფლობს FARA-ზე გამოქვეყნებული დოკუმენტების შესახებ . შეიძლება მან ამ გზით, ერთგვარად დიპლომატიური ხერხი გამოიყენა, რომ აერიდებინა უშუალოდ ამ თემაზე საუბარი, მათ შორის, საუბარი იმ თემაზე, რომ რეალურად, ჭეშმარიტი, სწორი ინფორმაცია მიაწოდა ქართულ საზოგადოებას ამერიკაში მოქმედმა “რუსულმა ინსტიტუტმა” FARA-მ - გახსოვთ საქართველოში რა ამბები იყო არც თუ ისე დიდი ხნის წინ, როდესაც აშშ ში მოქმედი ზუსტად ის მექანიზმი, რასაც FARA ჰქვია, საქართველოში მოინათლა როგორც რუსული”,- განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.
კრიმინალური ავტორიტეტი ვატო ყიფიანი და ავთანდილ ბილანიშვილი (კაწრო) დააკავეს
კირცხალია: ჭორი და სიცრუეა, თითქოს უმრავლესობის ლიდერის თანამდებობას ვტოვებ
ხაბეიშვილი საკონსტიტუციო სასამართლოში ოპოზიციური პარტიების აკრძალვის პროცესზე დასწრებას მოითხოვს
ევროკავშირი უკრაინას Starlink-ის ალტერნატივას შესთავაზებს
|
რედაქტორის რჩევით
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
ომი უკრაინაში
რუსეთმა გუშინ ღამით უკრაინას 39 ბალისტიკური რაკეტა დაარტყა- 39 ადამიანი დაიჭრა, აქედან 2 ბავშვი
ზელენსკიმ განაცხადა, რომ უკრაინამ კვლავ ვერ მიიღო მოკავშირეებისგან გაფრთხილება კიევზე სარაკეტო დარტყმის შესახებ - სამი ადამიანი დაიღუპა.
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციის აკრძალვის მცდელობის შესახებ
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)