|
2023-07-22 15:29:31, 1081 ნახვა
პოლიტიკა
ხაბეიშვილი - გამარჯვების პლატფორმა შექმნილია სააკაშვილის გარშემო და ის ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში
გამარჯვების პლატფორმა შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ცხადია, პრეზიდენტი სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში, ის იქნება მთავარი ფაქტორი ბიძინა ივანიშვილის დამარცხებაში,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილმა პარტიის წარმომადგენლებთან და „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერ გიორგი ვაშაძესთან ერთად იმერეთის მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. ხაბეიშვილის თქმით, გამარჯვების პლატფორმის თანამშრომლობა თანასწორობაზეა დაფუძნებული. "ეს არის გამარჯვების პლატფორმა. ჩვენ აუცილებლად თითოეულ მოქალაქეს დავარწმუნებთ, რომ ძალა არის მის ხელში რუსი ოლიგარქის დასამარცხებლად. ეს პლატფორმა შექმნილია მიხეილ სააკაშვილის გარშემო და ცხადია, პრეზიდენტ სააკაშვილი ჩართული იქნება ყველა მნიშვნელოვან გადაწყვეტილებაში. თანამშრომლობა დაფუძნებულია თანასწორობაზე. მე მოვუწოდებ ყველას, ვისაც ისტერიკები აქვს უფროს-უმცროსობაზე, ჩვენ ეგ არ გვაინტერესებს, ჩენ გვაინტერესებს საქმე, ხალხი, ჩვენი ხალხის მსახურება და ხალხის პრობლემების გადაჭრა... არავის არ აინტერესებს მათ შორის არც თქვენი საპენსიო სესხი, რომლითაც გძარცვავთ ბიძინა ივანიშვილი. არავის არ აინტერესებს თქვენი შვილების გამოკვება და ჩვენ ვამბობთ, რომ 600 ათას ბავშვს სკოლებში უნდა ჰქონდეთ უფასო კვება, ჩვენ ვამბობთ, რომ 400 ათას პენსიონერს უნდა ჩამოეწეროს საპენსიო სესხები. ჩვენ ვამბობთ, რომ საპენსიო ასაკმა უნდა დაიწიოს. ჩვენ ვამბობთ, რომ ბიძინა ივანიშვილმა ბიტკოინებით რომ მილიარდები იშოვა, ეს მილიარდები უნდა დაუბრუნდეს ხალხს და ტარიფიც უნდა დაბრუნდეს იმ ნიშნულზე, სანამ ბიძინა ივანიშვილი დაიწყებდა ძარცვას, მანამ რომ იყო. ამისთვის ჩვენ გვჭირდება გამარჯვების პლატფორმა, ამისთვის გვჭირდება ერთობა, ამისთვის გვჭირდება „სტრატეგია აღმაშენებელთან“ თანამშრომლობა, ამისთვის გვჭირდება სუპერ ენერგიული გიორგი ვაშაძე, ამისთვის გვჭირდება ყველა პროდასავლელი ლიდერი, ვისაც შეუძლია ერთი აგურის დადება ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ და სწორედ ამიტომ ჩვენ წავალთ ყველგან, მოვალთ ყველა მუნიციპალიტეტში, გავესაუბრებით ყველა მოქალაქეს და დავარწმუნებთ, რომ გამარჯვება არის თითოეული ჩვენგანის ხელში, გამარჯვება არ არის ბიძინა ივანიშვილის ხელში, გამარჯვება არის თქვენს ხელში და მე დარწმუნებული ვარ თითოეულ თქვენგანთან ერთად ჩვენ აუცილებლად დავამარცხებთ ბიძინა ივანიშვილს“ - განაცხადა ხაბეიშვილმა. ცნობისთვის, 20 ივლისს "ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერებმა ახალი პოლტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ გამოაცხადეს.
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)