|
2023-07-21 16:46:43, 1371 ნახვა
პოლიტიკა
სააკაშვილი ენმ-სა და „სტრატეგია აღმაშენებელზე“ - მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით
მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით,- ასე ეხმაურება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ახალი პოლიტიკური პლატფორმის შექმნის შესახებ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა" და "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერების განცხადებას. სააკაშვილის თქმით, აღნიშნულ გაერთიანებაში "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერს, გიორგი ვაშაძეს "უკიდურესად სასარგებლო როლი აქვს". "მივესალმები გამარჯვების პლატფორმის შექმნას ძალიან საინტერესო ლიდერებით. განსაკუთრებით მივესალმები იმ პრინციპს, რომ ყველა თანამდებობის კანდიდატურა უნდა განაწილდეს იმის მიხედვით თუ კონკრეტულ ადამიანებს როგორი მხარდაჭერა ექნებათ კონკრეტული მომენტისთვის ამის მიხედვით დადგინდება მომავალი პრემიერიც და მინისტრებიც. თან არ დაგვავიწყდეს, რომ "ხელისუფლება" კოშმარულ სიზმარშიც კი არ უშვებს იმას, რაც მე გავაკეთე 2012-ში - კერძოდ კი ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას. მაგრამ მოუწევთ და რაც უფრო დროზე დაუშვებენ საკუთარ თავში ამ აზრს, მით უკეთესი მათთვის და რა თქმა უნდა ქვეყნის მომავლისთვის. განსაკუთრებით მინდა ვთქვა გიორგი ვაშაძეზე. მან მოასწრო და იყო ვარდების რევოლუციის პირველ ხელისუფლებაში ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური რეფორმატორი, არა მხოლოდ იუსტიციის სახლების, არამედ ბევრი სხვა ძალიან საინტერესო იდეების გენერატორი. შემდეგ ის აღმოჩნდა კიევში, სადაც დიდი ავტორიტეტი მოიპოვა უკრაინელ დეპუტატებს და სამოქალაქო აქტივისტებს შორის ასევე საერთაშორისო არენაზე. მის სიტყვას ნამდვილად აქვს წონა მთელს უკრაინაში, რაც უკრაინის საბოლოოდ გამარჯვების შემდეგ ძალიან სასარგებლო იქნება. რა თქმა უნდა, ამ წლებში ჩვენ გვიკამათია და არც ყველაფერზე ვთანხმდებოდით, მაგრამ მის როლს მე ვაფასებ როგორც ძალიან დადებითს ქართულ პოლიტიკაში და უკიდურესად სასარგებლოდ ახალ გაერთიანებაში",- წერს სააკაშვილი.
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
Intelligence Online: თურქული კომპანიების ქსელი რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის“ ცენტრი ხდება
ვენესუელაში მომხდარი მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 230-ს გადააჭარბა
ნატო უკრაინისთვის 70 მილიარდი ევროს ღირებულების იარაღის მიწოდებას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)