18:34 - 16 Aug, 2026
|
2023-06-28 11:13:10, 1606 ნახვა
სამართალი
„გირჩი მეტი თავისუფლება“ - სასამართლომ ზურაბ ჯაფარიძესა და ნიკა მოსიაშვილს 2 500-2 500-ლარიანი ჯარიმა დააკისრა
პარტია „გირჩი მეტი თავისუფლების“ ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე და პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 2 500-2 500 ლარი დააკისრა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება“ ავრცელებს. „7-8 მარტის ამბებზე ზურაბ ჯაფარიძე და ნიკა მოსიაშვილი 2500-2500 ლარით დააჯარიმეს!“- აღნიშნულია ინფორმაციაში. ცნობისთვის, „გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერი ზურაბ გირჩი ჯაფარიძე და პარტიის წევრი ნიკა მოსიაშვილი 7 მარტს, პარლამენტთან აქციაზე დააკავეს და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის" 166-ე და 173-ე მუხლებით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავებოდნენ, რაც წვრილმან ხულიგნობასა და პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)