|
2026-10-01 10:52:48, 2539 ნახვა
ეკონომიკა
2027 წლიდან პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება 208 200 ლარი იქნება
2027 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის თანახმად, მომავალი წლიდან საჯარო სექტორში საბაზო თანამდებობრივი სარგო იზრდება და 1 735 ლარი ხდება. -ამის შესახებ ბიუჯეტის პროექტში წერია, რომელიც პარლამენტში მთავრობამ წარადგინა. ამის შედეგად საჯარო სექტორში დასაქმებულ პირთა ხელფასები 8,4%-მდე, შრომის ანაზღაურების ფონდი კი 395 მილიონი ლარით გაიზრდება. თანამდებობრივი სარგოს ზრდა ავტომატურად იწვევს სახელმწიფო-პოლიტიკური თანამდებობის პირების ხელფასების ზრდასაც, რადგან ის მიბმულია საჯარო სამსახურის საბაზო ანაზღაურებაზე და კანონით დადგენილ კოეფიციენტზე გადამრავლების შედეგად დგინდება. შედეგად, 2027 წელს საქართველოს პრეზიდენტის ხელფასი თვეში 17 350 ლარი (დაწესებული საბაზო ანაზღაურება გამრავლებული დაწესებულ კოეფიციენტ 10-ზე) იქნება, რაც წლიურად 208 200 ლარს შეადგენს. ამავე ფორმულის მიხედვით, პრემიერ-მინისტრისა და პარლამენტის თავმჯდომარის ანაზღაურებაც თვეში 17 350 ლარი, წლიურად კი 208 200 ლარი გახდება. რაც შეეხება მინისტრების ანაზღაურებას, ამ შემთხვევაში კოეფიციენტი განსხვავებულია, 8.5-ს შეადგენს და შედეგად, მინისტრების ანაზღაურება თვეში 14 747.5 ლარი იქნება, რაც წლიურად 176 970 ლარს შეადგენს. ამავე ფორმულისა და ბიუჯეტის პროექტის პირვანდელი ვერსიის მიხედვით, პარლამენტის წევრის ხელფასი თვეში 13 880 ლარი გახდება, წლიურად კი 166 560 ლარი იქნება.
თიბისის მხარდაჭერით საქართველოს სკოლებში AI-ის სწავლება იწყება
დავითაძე ამბობს, რომ ბადრაგები ციხეში უპრეცედენტო პროვოკაციებზე გადავიდნენ, პატიმრებზე ძალადობენ
დეკანოიძე- გავაკეთებთ ყველაფერს, რათა ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული ქმედებებისთვის ივანიშვილმა და მისმა მაფიოზურმა დაჯგუფებამ აგოს პასუხი
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეაშინა ქოცები ევროპის სახალხო პარტიის რეზოლუციამ
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
ომი უკრაინაში
რუსეთმა ჩერნიგოვის რეგიონში ხუთსართულიან საცხოვრებელ შენობას რაკეტა დაარტყა - ცხრა ადამიანი დაიღუპა და 38 დაშავდა
კიევში რუსული საჰაერო დარტყმების შედეგად ორი ადამიანი დაიღუპა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ევროკომისიამ გაფართოებისთვის მოსამზადებელი დოკუმენტები მიიღო სადაც საქართველო აღარ განიხილება
დღის თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)