|
2023-06-27 14:00:33, 1133 ნახვა
სამართალი
ლაზარე გრიგორიადისი - მინდა კობახიძე და ღარიბაშვილი იმყოფებოდნენ სასამართლოზე
თბილისის საქალაქო სასამართლოში მარტის აქციების დროს დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის სასამართლო სხდომა გაიმართა. სხდომაზე გრიგორიადისმა სასამართლოს სიტყვით პირველად მიმართა. როგორც გრიგორიადისმა განაცხადა, სურვილი აქვს, რომ სასამართლოს საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი და „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძეც დაესწრონ. "როგორც იცით, ცოტა ხანში მექნება ირაკლი ღარიბაშვილთან და ირაკლი კობახიძესთან საქმე სასამართლოში, მინდა, რომ ორივე პირი იმყოფებოდეს სასამართლოზე იმიტომ, რომ მათი ადვოკატის წინადადების მოსმენა არ მინდა მარტო, მათი არგუმენტების მოსმენაც მინდა, კიდევ მექნება TV იმედთან სასამართლო სხდომა, მაგათთანაც ვაპირებ სასამართლოს გამართვას, მონტაჟი გააკეთეს, დაამონტაჟეს ცუდად, არღვევენ უდანაშაულობის პრეზუმფციას. თმებთან დაკავშირებით მექნება კიდევ [სასამართლო], ჯერჯერობით, ეს არის",- განაცხადა გრიგორიადისმა. შეგახსენებთ, "უცხოური აგენტების" კანონპროექტის წინააღმდეგ საპროტესტო აქციებში მონაწილე ლაზარე გრიგორიადისი 29 მარტს დააკავეს. 31 მარტს, თბილისის საქალაქო სასამართლომ გრიგორიადისს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. 21 წლის ახალგაზრდას პოლიციელზე თავდასხმასა და ცეცხლის წაკიდებით სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებიან. შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ლაზარე გრიგორიადისმა მიმდინარე წლის 7, 8, 9 მარტს, თბილისში, რუსთაველის გამზირზე გამართულ საპროტესტო აქციაზე პოლიციის თანამშრომლებს ესროლა ქვები და ე.წ. მოლოტოვის კოქტეილები, რის შედეგადაც დაზიანება მიიღეს სამართალდამცველებმა. ასევე, მან ცეცხლი წაუკიდა შინაგან საქმეთა სამინისტროს კუთვნილ ავტომობილს. აღნიშნულ ფაქტებზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 187-ე მუხლებით წარიმართა. ამასთან, გუშინ 26 ივნისს, დაკავებული აქტივისტის, ლაზარე გრიგორიადისის ადვოკატმა, დიმიტრი ნოზაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილისა და მმართველი პარტიის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა.
მედვედევმა ფაშინიანს და ზელენსკის „ორი უტვინო რუსოფობი“ უწოდა
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
ჩერნობილის კატასტროფის სამაშველო სამუშაოების ხელმძღვანელმა და РХБЗ სამხედრო ძალების უფროსმა- გენერალმა თავი მოიკლა
გვარამია- პირველად ისტორიაში, ევროკავშირთან ბევრად ახლოს და რუსეთისგან ბევრად შორს არიან სომხები
|
რედაქტორის რჩევით
რა მეთოდები გამოიყენება ჟურნალისტებისა და მედიის დისკრედიტაციისთვის
რეჟიმის მიერ წნეხში მოქცეული ქართული მედია - როგორ ხვდება ოცნების პირობებში პრესის თავისუფლების დღეს საქართველო
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ 5-6 მაისის ღამეს ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადა
რუსეთმა ოდესაზე მასშტაბური დარტყმა განახორციელა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
უვიზო მიმოსვლის შეჩერებაზე ოცნება იქნება პასუხისმგებელი - ევროპარლამენტის ანგარიშის პროექტი
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)