10:55 - 01 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-27 12:20:30, 1277 ნახვა

სამართალი
ბექა გრიგორიადისი სასამართლომ წვრილმან ხულიგნობაში დამნაშავედ ცნო და 800 ლარით დააჯარიმა

ლაზარე გრიგორიადისის მამა, ბექა გრიგორიადისი თბილისის საქალაქო სასამართლომ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად წვრილმან ხულიგნობაში ცნო და ადმინისტრაციული სახდელის სახით 800 ლარი დააკისრა.

ბრალდების მხარის მტკიცებით, ბექა გრიგორიადისმა სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ ვიდეოში შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციელებს - მოსამართლემ პოლიციის ნაწილი დარღვევად არ მიიჩნია, თუმცა მიიჩნია, რომ ლაზარე გრიგორიადისის მამამ Facebook-ის პირდაპირ ეთერში შეურაცხმყოფელი განცხადება გააკეთა და ის ამ ნაწილში სამართალდამრღვევად ცნო.

როგორც ბექა გრიგორიადისის ადვოკატმა, ნესტან ლონდარიძემ განაცხადა გრიგორიადისი „ლაივ-პოსტი“, პოლიციელის იდენტიფიცირებას არ ახდენდა. 

"ბექა გრიგორიადისმა სოციალურ ქსელში გაავრცელა „ლაივ-პოსტი“, სადაც მას ჰქონდა შეფასებას საკუთარ პროცესის მიმდინარეობასთან დაკავშირებით, თუმცა, როდესაც იგი საუბრობს პოლიციასთან მის იდენტიფიცირებას არ ახდენს, სახელს და გვარს არ ასახელებს, თუმცა მოწმე პოლიციელი, როდესაც იმყოფებოდა სასამართლოში მან თქვა, რომ ეს შეურაცხყოფა მიიღო საკუთარ თავზე, რაც არ დასტურდებოდა, რომ მასზე იყო მიმართული და ასევე, მან დაადასტურა,ის ფაქტი, რომ ძალიან ხშირი შემოწმება მიმდინარეობდა ბექა გრიგორიადისის "ფეისბუქ" გვერდის,- განაცხადა ადვოკატმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
2027 წლიდან პრეზიდენტის, პრემიერისა და პარლამენტის თავმჯდომარის წლიური ანაზღაურება 208 200 ლარი იქნება
Axios: რუბიომ მოითხოვა ირანის დელეგაციის დაუყოვნებლივ გამგზავრება აშშ-დან
შვედეთის საჰაერო ძალებმა განაცხადეს, რომ თავდასხმის შემთხვევაში, ისინი რუსეთის სიღრმეში დარტყმებს განახორციელებენ
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics