|
2023-06-26 23:41:25, 1078 ნახვა
მსოფლიო
მოლდოვის პრემიერ-მინისტრი - „ვაგნერის“ ამბოხმა მოსკოვის სისუსტე გამოავლინა
„ვაგნერის“ ამბოხმა მოსკოვის სისუსტე გამოავლინა, - ამის შესახებ მოლდოვის პრემიერ-მინისტრმა, დორინ რეჩანმა განაცხადა. როგორც რეჩანი აცხადებს, რუსეთში აჯანყების მცდელობა "უკრაინას მისცემს მოტივაციას და აუმაღლებს საბრძოლო სულს". „რასაც ჩვენ ბოლო დღეების განმავლობაში ვხედავდით, რუსეთის მმართველობის და რუსული ჯარის სარდლობის სისუსტეს უსვამს ხაზს. რუსეთი ბევრად უფრო სუსტია, ვიდრე ჩვენ ვფიქრობდით“, – ამბობს მოლდოვის პრემიერ-მინისტრი. „მნიშვნელოვანია უფრო ძალისხმევა იმისთვის, რომ მივაწოდოთ უკრაინას ის, რაც სჭირდება ქვეყნის დასაცავად და რუსული ჯარების გასაძევებლად“, - განაცხადა რეჩანმა. შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა. შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება". მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, თავად "ვაგნერის" ხელმძღვანელი კი, ბელარუსში გაემგზავრება.
პარტიების მოთხოვნა მოსამართლეების აცილებაზე საკონსტიტუციოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა
დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სემეკის დასკვნა
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის- 10+ პროექტი, 600+ სტიპენდიატი 70 000 + ბენეფიციარი
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)