|
2023-06-26 19:24:21, 952 ნახვა
მსოფლიო
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი - რუსეთში რიგი სცენარებისთვის დიდი ბრიტანეთი მზად არის
დიდი ბრიტანეთი მზად არის რუსეთში რიგი სცენარებისთვის, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა, რიში სუნაკმა განაცხადა. მისივე თქმით, დიდი ბრიტანეთი სიტუაციის ანალიზსა და მონიტორინგს ახორციელებს და მჭიდრო კავშირშია მოკავშირეებთან და აღნიშნავს, რომ გასულ შაბათ-კვირას, რუსეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით შეერთებული შტატების, საფრანგეთისა და გერმანიის ლიდერებს ესაუბრა. „ძალიან ნაადრევია დარწმუნებით იმის თქმა, რა შედეგები შეიძლება მოჰყვეს ამას, მაგრამ რა თქმა უნდა, ჩვენ მზად ვართ მთელი რიგი სცენარისთვის“, - განაცხადა სუნაკმა. შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა. შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება". მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, თავად "ვაგნერის" ხელმძღვანელი კი, ბელარუსში გაემგზავრება.
დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სემეკის დასკვნა
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის- 10+ პროექტი, 600+ სტიპენდიატი 70 000 + ბენეფიციარი
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
ნაციონალური მოძრაობა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის აცილებას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)