|
2023-06-26 15:12:28, 863 ნახვა
მსოფლიო
სტოლტენბერგი - რუსეთში განვითარებული მოვლენები დემონსტრირებაა იმისა, რომ პუტინმა უკრაინაში ომით დიდი შეცდომა დაუშვა
ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი რუსეთში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა. როგორც სტოლტენბერგი აღნიშნავს, „ვაგნერის“ მიერ დაწყებული სამხედრო გადატრიალების მცდელობა დემონსტრირებაა იმისა, რომ რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტნმა ყირიმის უკანონო ანექსიითა და უკრაინის წინააღმდეგ წამოწყებული ომით დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა. "შაბათ-კვირას [რუსეთში] განვითარებული მოვლენები რუსეთის შიდა საქმეა, მაგრამ მორიგი დემონსტრირებაა იმისა, რომ პრეზიდენტმა პუტინმა დიდი სტრატეგიული შეცდომა დაუშვა ყირიმის უკანონო ანექსიით და უკრაინის წინააღმდეგ ომით. ვიდრე რუსეთი შეტევას აგრძელებს, უფრო მნიშვნელოვანი ხდება უკრაინისთვის მხარდაჭერის გაგრძელება. უკრაინელებმა დაიწყეს კონტრშეტევა ოკუპირებული მიწების დასაბრუნებლად და რაც უფრო მეტი მიწის გათავისუფლებას შეძლებენ, უფრო ძლიერი იქნებიან მოლაპარაკების მაგიდასთან, გრძელვადიანი მშვიდობის მისაღწევად", - განაცხადა სტოლტენბერგმა. შეგახსენებთ, 23 ივნისს რუსული კერძო სამხედრო დაჯგუფების, „ვაგნერის“ ხელმძღვანელმა, ევგენი პრიგოჟინმა რუსეთის თავდაცვის სამინისტრო "ვაგნერის" ბანაკებზე სარაკეტო თავდასხმაში დაადანაშაულა. 24 ივნისს, პრიგოჟინმა გაავრცელა ვიდეომიმართვა და განაცხადა, რომ როსტოვის სამხედრო ობიექტები, მათ შორის აეროდრომი „ვაგნერის" კონტროლის ქვეშ იყო, თავად კი, დაჯგუფებასთან ერთად მოსკოვისკენ მიემართებოდა. შექმნილ ვითარებაზე საგანგებო განცხადება გააკეთა რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა და თქვა, რომ "პრიგოჟინის ქმედებები ღალატის ტოლფასია და მოსკოვს ამაზე მკაცრი რეაგირება ექნება". მოგვიანებით, ევგენი პრიგოჟინმა კიდევ ერთი აუდიომიმართვა გაავრცელა და აღნიშნა, რომ კერძო სამხედრო დაჯგუფება „ვაგნერი" უკან იხევდა და საველე დისლოკაციის ადგილზე ბრუნდებოდა. აღნიშნულის შემდეგ, რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა, რომ პრიგოჟინის წინააღმდეგ რუსეთში აღძრული სისხლის სამართლის საქმე შეწყდება, თავად "ვაგნერის" ხელმძღვანელი კი, ბელარუსში გაემგზავრება.
პარტიების მოთხოვნა მოსამართლეების აცილებაზე საკონსტიტუციოს პლენუმმა არ დააკმაყოფილა
დენის სისტემური ავარიების თავიდან აცილება შესაძლებელი იყო - სემეკის დასკვნა
საქართველოს ბანკი მოსწავლეებისთვის- 10+ პროექტი, 600+ სტიპენდიატი 70 000 + ბენეფიციარი
თიბისი კაპიტალი საქმიანობას თიბისი ბანკის სტრუქტურაში გააგრძელებს
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)