23:04 - 03 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-06-16 12:37:03, 1605 ნახვა

ომი უკრაინაში
ვოლოდიმირ ზელენსკიმ დონალდ ტრამპი უკრაინაში მიიწვია

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ეხმაურება ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპსა და ფლორიდის გუბერნატორს, რონ დესანტისს, რომლებიც აშშ-ს მიერ კიევისთვის გაწეულ სამხედრო დახმარებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ.

 ზელენსკიმ ისინი უკრაინაში მიიწვია და აღნიშნა, რომ უკრაინის დამარცხება მოსკოვთან უფრო ფართო კონფლიქტს ნიშნავს.

"რომელიმე კანდიდატი ან სენატორი, ვინც ფიქრობს, რომ ძვირი ჯდება უკრაინისთვის აშშ-ს მხარდაჭერა, მზადაა ომში წასასვლელად?  მზად არიან სიკვდილისთვის? რადგან მათ ამის გაკეთება მოუწევთ, თუ NATO ჩაერთვება ომში და თუ უკრაინა დამარცხდება.

თუ რუსეთი უკრაინის ოკუპაციას მოახდენს, რუსეთი გააგრძელებს ამას ბალტიის ქვეყნებში, პოლონეთსა და ა.შ. ისინი ომს დაიწყებენ NATO-ს რომელიმე წევრ ქვეყანასთან და ამ სიტუაციაში აშშ-ს მოუწევს, არჩევანი NATO-ს დაშლასა და ომში წასვლას შორის გააკეთოს",- ამბობს უკრაინის პრეზიდენტი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
Bloomberg: აშშ-ში არჩევნების შემდეგ, კრემლი გააძლიერებს უკრაინაზე თავდასხმებს, დაგეგმილი მოლაპარაკებების მიუხედავად
კობახიძე აგენტების კანონზე - - როდესაც ვენეციის კომისია ან ევროკომისია აცხადებს, რომ ეს კანონმდებლობა ევროპულ სტანდარტებთან შეუთავსებელია - ეს სრული სიცრუეა
კობახიძე - 2022 წლის მარტში საქართველომ, ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად განაცხადი წარადგინა, თუმცა საქართველოს განაცხადი არ დაკმაყოფილდა, ეს იყო დიდი შეცდომა
ხუთმა ქვეყანამ უარი თქვა რუსეთის ნაკრებთან ერთად 2027 წლის ჰოკეის მსოფლიო ჩემპიონატზე თამაშზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics