|
2023-06-12 22:37:12, 641 ნახვა
ზურაბ აზარაშვილი მრჩეველთა საბჭოს ფორმატში ექიმებს შეხვდა
მრჩეველთა საბჭოს ფორმატში, ჯანდაცვის მინისტრი ზურაბ აზარაშვილი, სხვადასხვა სამედიცინო მიმართულების ექიმებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, მხარეებმა ჯანდაცვის ხელმისაწვდომობისა და ხარიხის გაუმჯობესების მიზნით მიმდინარე და დაგეგმილ რეფორმებზე იმსჯელეს. განიხილეს რეანიმაციული მომსახურების განახლებული სტანდარტის მოთხოვნებიც, რომელიც სამედიცინო მომსახურების ხარისხის გაუმჯობესების მიზნით დამტკიცდა. იმსჯელეს 2025 წლიდან, სავალდებულო საერთაშორისო აკრედიტაციის საკითხებზეც. შეხვედრაზე სამედიცინო დარგის წარმომადგენლებმა აღნიშნეს, რომ ცვლილებები რომლებიც რეგულაციების მიმართულებით ინერგება მისასალმებელია. ზურაბ აზარაშვილმა ჯანდაცვის სფეროში არსებულ გამოწვევებსა და მთი გადაჭრის გზებთან დაკავშირებით ექიმების რეკომენდაციები მოისმინა. შეხვედრაზე დიაგნოზთან შეჭიდული ჯგუფებით (DRG) დაფინანსების მოდელზე იმსჯელეს და ასრებული გამოცდილება შეაჯამეს. მრჩეველთა საბჭოს ფორმატში, მხარეებმა პირველადი ჯანდაცვის გაძლიერების მიმართულებით გასატარებელ ღონისძიებებზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა მოსახლეობისთვის, მაღალხარისხიან მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, სახელმწიფოს მიერ უკვე გატარებულ და მიმდინარე რეფორმებზეც. შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებს გაწეული სამსახურისთვის მადლობა გადაუხადა. აღინიშნია, რომ მრჩეველთა საბჭოს ფორმატით, შეხვედრები ყოველ თვე გაიმართება.
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)