|
2023-06-06 13:50:19, 962 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე სემინარის - „ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება და შესრულების მართვა“ გახსნას დაესწრო
"ადამიანური რესურსების შესაძლებლობების გაძლიერება და შესრულების მართვა“ - საერთაშორისო სემინარის გახსნას აჭარის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი, ნინო ნიჟარაძე პირველ მოადგილესთან, მარი ზანაქიძესთან ერთად დაესწრო. აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, შეხვედრას ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე, თამარ გაბუნია დისტანციურად ჩაერთო და მონაწილეებს სიტყვით მიმართა. სემინარში მონაწილეობას ღებულობს Linked-ის ექვსი წევრი ქვეყნის - საქართველოს, სომხეთის, აზერბაიჯანის, უკრაინის, მოლდოვას და უზბეკეთის წარმომადგენლები, ასევე პარტნიორები გავიდან და საერთაშორისო ექსპერტები. "მოხარული ვარ, რომ იმუნიზაციის შედეგების გაუმჯობესებისათვის მიძღვნილ შეხვედრას ბათუმი მასპინძლობს. სემინარის ფარგლებში, 6 სხვადასხვა ქვეყნის წამრომადგენელი ერთმანეთს გაუზიარებს საკუთარ გამოცდილებას, ცოდნას და პრაქტიკულ შემთხვევებს. ჩვენთვის მნიშვნელოვანია ყველა სახის ინფორმაცია, რომელიც მოახდენს სამედიცინო პერსონალის ყოველდღიური საქმიანობის გაუმჯობესებას ვაქცინაციის მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდისათვის", - განაცხადა სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა, ნინო ნიჟარაძემ. სემინარი Linked Immunisation Action Network-ის მიერ არის ორგანიზებული და მას Results For Development (აშშ), საერთაშორისო ფონდი კურაციო და Institute for Health Policy (შრი-ლანკა) ახორციელებს. მონაწილეები ორი დღის განმავლობაში გაუზიარებენ ერთმანეთს ცოდნას და გამოცდილებას, განხილული იქნება მენეჯერების როლი სხვადასხვა დონეზე ისეთი გარემოს შექმნაში, სადაც ჯანდაცვის მუშაკებს აქვთ მოტივაცია მუდმივად გააუმჯობესონ ცოდნა და უნარები პრაქტიკაში იმუნიზაციის შედეგების გასაუმჯობესებლად. სემინარის ამოცანას წარმოადგენს:
უნგრეთის ყოფილ საგარეო მინისტრს შესაძლო მექრთამეობისთვის სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება
შეერთებულმა შტატებმა სანქციები დააწესა საქართველოში დაფუძნებული კრიპტო კომპანია SHPS Shelbit-ის წინააღმდეგ
ფაშინიანმა და ტრამპმა ტელეფონით ისაუბრეს TRIPP პროექტის მიმდინარე მდგომარეობაზე.
რუბიო: აშშ-მ TRIPP-ისა და შუა დერეფნის განვითარებისთვის 201 მილიონი დოლარი გამოყო
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)