|
2023-06-01 23:05:05, 697 ნახვა
თბილისის მერიის ორგანიზებით ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში საბავშვო ღონისძიება გაიმართა
ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით თბილისის მერიის ორგანიზებით ვასო გოძიაშვილის სახელობის პარკში (ე.წ. წითელი ბაღი) საბავშვო ღონისძიება გაიმართა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. ღონისძიების ფარგლებში წარმოდგენილი იყო საბავშვო კონცერტი, თოჯინების თეატრის წარმოდგენა, კოსტიუმირებული წარმოდგენები და თითების თეატრი; გაიმართა საბავშვო ლიტერატურის გამოფენა - გაყიდვა; ასევე, ფუნქციონირებდა ხატვისა და ილუსტრაციის კუთხე, გულსაბნევების დასამზადებელი სადგური, მეზღაპრის კუთხე, ფოტოზონა; გაიმართა საპნის ბუშტების შოუ, ქიმიური ექსპერიმენტების შოუ და ფერადი ქაფის შოუ, კარნავალი და ა.შ. საბავშვო ღონისძიებები გაიმართა თბილისის სხვადასხვა რაიონებშიც. ბავშვთა დაცვის დღე აღნიშნეს ვაკის, საბურთალოს, მთაწმინდის, კრწანისისა და ნაძალადევის რაიონების გამგეობებმა. ღონისძიებებზე წარმოდგენილი იყო მრავალფეროვანი აქტივობები, რომელსაც ბავშვებთან და მშობლებთან ერთად რაიონების გამგებლები, ასევე, პარლამენტისა და თბილისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატები ესწრებოდნენ.
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)