|
2023-05-29 16:05:32, 1516 ნახვა
ომი უკრაინაში
ზალუჟნი - მტერმა კიევს 11 „ისკანდერის“ რაკეტა ესროლა - ყველა სამიზნე განადგურდა
უკრაინის შეიარაღებული ძალების მთავარსარდალი ვალერი ზალუჟნი აცხადებს, რომ რუსებმა კიევს 11 "ისკანდერის" რაკეტა ესროლეს. როგორც ზალუჟნი Telegram-ზე წერს, უკრაინამ ყველა მათგანის ჩამოგდება მოახერხა. "ერთ დღე-ღამეში მტერმა მეორედ განახორციელა სარაკეტო შეტევა უკრაინის ტერიტორიაზე. დაახლოებით, 11:30 საათზე, კიევს ბალისტიკური და საკრუიზო რაკეტებით შეუტიეს. ჩრდილოეთის მიმართულებიდან სულ 11 "ისკანდერის" რაკეტა იყო გასროლილი. ყველა სამიზნე განადგურდა საჰაერო თავდაცვის ძალებითა და საშუალებებით ",- წერს ზალუჟნი. ცნობისთვის, რუსებმა კიევზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს. უკრაინული მედიის ცნობით, 11:00 საათის შემდეგ, დედაქალაქში საჰაერო განგაში გამოცხადდა. 11:20 საათზე კიევის ცენტრი აფეთქებების ხმა გაისმა. საჰაერო განგაში იყო ასევე გამოცხადებული ხარკოვსა და ჩერნიგოვში.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)