17:18 - 03 Nov, 2026
|
2023-05-28 17:54:32, 1570 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩერევატი - ბახმუტთან, უკრაინის საპასუხო დარტყმების შედეგად, 80 ოკუპანტი მოკლეს, 99 კი დაშავდა
დონეცკის ოლქის ქალაქ ბახმუტთან, რუსული ჯარები აგრძელებენ უკრაინული ძალების პოზიციების დაბომბვას, მაგრამ გასული დღის განმავლობაში, იქ მხოლოდ ერთი სამხედრო შეტაკება მოხდა,- ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების აღმოსავლეთ დაჯგუფების სპიკერმა, სერჰი ჩერევატიმ განაცხადა. ჩერევატის თქმით, უკრაინის საპასუხო დარტმის შედეგად 80 ოკუპანტი დაიღუპა, 99 კი დაშავდა. „ბახმუტის მიმართულებით ოკუპანტებმა სხვადასხვა იარაღიდან 250-ჯერ გახსნეს ცეცხლი. ჩვენმა ძალებმაც საპასუხოდ დარტყმები განახორციელეს, შედეგად 80 ოკუპანტი იქნა ლიკვიდირებული, 99 დაშავდა, ერთი რუსი ჯარისკაცი კი ტყვედ აიყვანეს",- ამბობს ჩერევატი. მისივე ინფორმაციით, განადგურდა სამი თვითმავალი "ჰაუბიცა", ერთი ელექტრონული საბრძოლო სისტემა და ერთი საბრძოლო მასალის საცავი.
|
რედაქტორის რჩევით
ამერიკის შუალედური არჩევნები 2026: რეფერენდუმი ტრამპზე და დემოკრატების ისტორიული შანსი
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
ომი უკრაინაში
არმიის გენერალი დენის პროკოპენკო - პეტროპავლოვსკა ბორშჩაგოვკაში მომხდარი მოვლენების ირგვლივ მიმდინარე საინფორმაციო კამპანია რუსეთის სასარგებლოდ მუშაობს
ბუდანოვი - მოვლენები პეტროპავლოვსკა ბორშჩაგვიკაში მიუღებელია სახელმწიფოსთვის და ზიანს აყენებს უკრაინელების ერთიანობას
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)