|
2023-05-22 10:11:46, 1422 ნახვა
რეგიონი
თორნიკე რიჟვაძემ 13 წლის სოფიო დუმბაძე მოინახულა, რომელსაც აჭარის მთავრობის ხელშეწყობით, ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია გაუკეთდა
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ, თორნიკე რიჟვაძემ აჭარის ჯანდაცვის მინისტრთან ნინო ნიჟარაძესთან ერთად 13 წლის სოფიო დოლიძე მოინახულა, რომელსაც ღვიძლის ტრანსპლანტაცია ჩაუტარდა. აჭარის მთავრობის ცნობით, 2023 წლის აპრილის თვეში კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ გოგონას ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაცია დასჭირდა, რომელიც აჭარის ჯანდაცვის სამინისტროს პროგრამის ფარგლებში 120 ათასი ლარით დაფინანსდა. სოფო დოლიძე თავს კარგად გრძნობს და ცხოვრების ჩვეულ ტემპს უბრუნდება. აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, 2023 წელს გაიზარდა ძვლის ტვინის, ღვიძლისა და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება. 2023 წელს უკვე დაფინანსდა ტრანსპლანტაციების 12 შემთხვევა. "13 წლის სოფიო დოლიძის ღვიძლის ტრანსპლანტაციის ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა. უსაზღვროდ მახარებს, რომ დღეს გოგონა თავს კარგად გრძნობს და ცხოვრების ჩვეულ რიტმს უბრუნდება. მოხარული ვარ, რომ შევძელით 2023 წლიდან გაგვეზარდა ძვლის ტვინის, ღვიძლისა და გულის ტრანსპლანტაციის დაფინანსება, რამაც არაერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინა. ასევე, მიღებულია გადაწყვეტილება ტრანსპლანტაციიდან 1 წლის განმავლობაში პოსტოპერაციული გამოკვლევების სრულად დაფინანსების შესახებ", - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ. აჭარის ჯანდაცვის სამინისტრო ღვიძლის ტრანსპლანტაციას 120 000 ლარით, გულის ტრანსპლანტაციას 220 000 ლარით, ხოლო ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციას 235 000 ლარით აფინანსებს. ასევე, აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ტრანსპლანტაციიდან 1 წლის განმავლობაში ბენეფიციარებს სრულად დაუფინანსდებათ გამოკვლევები.
სასამართლომ საქართველოს ყოფილი გენერალური პროკურორი, ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე დაუსწრებლად დაპატიმრება ძალაში დატოვა.
ფილფანი- გამოძიება უნდა დაიწყოს ირაკლი კობახიძის და ყველა იმ მაღალჩინოსანი პირის მიმართაც, რომელიც საქართველოს ადანაშაულებს
Volvo 365 – ერთი წელი ავტომობილის ფლობასთან დაკავშირებული ძირითადი ხარჯების გარეშე
სეპარატისტული რეჟიმი: თურქეთში აფხაზური პასპორტების აღიარების საკითხზე დისკუსია მიმდინარეობს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
რუსეთმა ხარკოვში მაღალსართულიან შენობას რაკეტები დაარტყა, რის შედეგადაც სულ მცირე ექვსი ადამიანი დაიღუპა
კიევსა და მიმდებარე ტერიტორიაზე რუსული თავდასხმების შედეგად ხუთი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)