06:32 - 14 Dec, 2025
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-17 15:11:20, 975 ნახვა

რეგიონი
აჭარის მთავრობის გადაწყვეტილებით, ბათუმის N16 საჯარო სკოლის ტერიტორიაზე, თანამედროვე სტანდარტების ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყო

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ საჯარო სკოლის საძირკველში კაფსულის ჩადების ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა. ძველი სკოლის დემონტაჟისა და მის ადგილზე ახალი სკოლის მშენებლობის გადაწყვეტილება აჭარის მთავრობამ მოსწავლეების უსაფრთხოებისა და შენობის ტექნიკური მდგომარეობის გათვალისწინებით მიიღო.

თორნიკე რიჟვაძის განცხადებით, პრიორიტეტად რჩება ახალგაზრდების მხარდაჭერა, საგანმანათლებლო ინფრასტრუქტურის საერთაშორისო სტანდარტებთან დაახლოება.

„ბათუმში საფუძველი ჩაეყარა 1000 მოსწავლეზე გათვლილი, თანამედროვე სკოლის მშენებლობას. განხორციელდა არსებული N16 ავარიული სკოლის დემონტაჟი და ძალიან სწრაფად დაიწყო სამშენებლო სამუშაოები. სამწუხარო ფაქტია, რომ ბათუმში წლების განმავლობაში არ შენდებოდა სკოლები. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ მოკლე დროში შევძლოთ მემკვიდრეობით დატოვებული ამ დიდი გამოწვევის დაძლევა"- განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

უწყების ცნობით, პროექტის მიხედვით აშენდება თანამედროვე სტანდარტების, 1000 მოსწავლეზე გათვლილი სკოლა. განთავსდება ლაბორატორიები, ბიბლიოთეკა, 300 მაყურებელზე გათვლილი სააქტო დარბაზი, ღია და დახურული სპორტული მოედნები. შენობა იქნება სრულად ადაპტირებული.

„სკოლის მშენებლობის დაწყების ცერემონიალში მონაწილეობა აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრმა მაია ხაჯიშვილმა, აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე დავით გაბაიძემ, ბათუმის მერიისა და საკრებულოს წევრებმა, მე-16 სკოლის მასწავლებლებმა და მოსწავლეებმა მიიღეს.

აჭარის ყველა მუნიციპალიტეტში მიმდინარეობს სკოლების მშენებლობა-რეაბილიტაცია, 2023 წელს აშენდება და რეაბილიტაცია ჩაუტარდება 80 სკოლას და 25 000 მოსწავლისთვის გაუმჯობესდება სასწავლო გარემო“,- აღნიშნულია აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.




ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
იაპონელი ძიუდოისტი, ჯოშირო მარუიამა დაქორწინდა
ბელარუსი ოპოზიციონერები ვიქტორ ბაბარიკო და მარია კოლესნიკოვა უკრაინაში გადაიყვანეს
ჰოლივუდის მსახიობი პიტერ გრინი 60 წლის ასაკში გარდაიცვალა
ლუკაშენკომ 123 პოლიტპატიმარი გაათავისუფლა, მათ შორის კოლესნიკოვი, ბიალაცკი და ბაბარიკო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics

X
GE25BG0000000606108352 საქართველოს ბანკი
GE41TB7089836080100007 TBC ბანკი