|
2015-02-09 13:39:44, 1283 ნახვა
პოლიტიკა
უსუფაშვილი: დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე პროკურატურისა და შსს–ს მიმართულებით, რეფორმების დასკვნითი ეტაპი გვექნება
„დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე პროკურატურისა და შსს–ს მიმართულებით, რეფორმების დასკვნითი ეტაპი გვექნება“, –ამის შესახებ პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილმა „რედისონში“ განაცხადა, სადაც პროკურატურისა და შსს–ს რეფორმის საკითხებზე კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ მე–11 საზოგადოებრივ ფორმუმს ატარებს. უსუფაშვილის თქმით, იმისათვის, რომ პროკურატურა დამოუკიდებელი იყოს და მხოლოდ კანონს ემსახურებოდეს, ასევე, შსს გასამხედროებული ორგანიზაცია აღარ იყოს, გადამწყვეტი რეფორმების განხორციელებაა საჭირო. „მნიშვნელოვან თემებზე საინტერესო ღონისძიება ტარდება. რეფორმა პროკურატურასა და შსს–ში, რომელიც გრძელდება და რომლის დასკვნით ეტაპის თაობაზეც სულ მცირე ხნის წინ პრემიერის მიერ გამოცხადდა, ამასთან დაკავშირებით საზოგადოებაში დიდი ხანია მსჯელობაა. სასიამოვნოა, რომ ამ თემას არასამთავრობო სექტორის, საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან დიდი მხარდაჭერა აქვს. დარწმუნებული ვარ, ძალიან მალე, პროკურატურის, შსს–ს მიმართულებით რეფორმების დასკვნითი ეტაპი გვექნება. რეფორმები ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლისთანავე დაიწყო. ბევრი სასიკეთო რამ გაკეთდა, მაგრამ იმისათვის, რომ პროცესი შეუქცევადი იყოს, პროკურატურა დამოუკიდებელი და ემსახურებოდეს მხოლოდ კანონს, შსს აღარ იყოს გასამხედროებული ორგანიზაცია, აღარ იყოს პოლიციის სამინისტრო, იყოს სამოქალაქო დაწესებულება, რომელიც ბევრ შინაგან საქმეთა საქმეებს აგვარებს, მათ შორის პოლიციასაც პატრონობს, ამისთვის გადამწყვეტი რეფორმების გატარებაა საჭირო. რაც იმ სიახლემდე მიგვიყვანს, როდესაც ქვეყნის, ერის, საზოგადოების საფუძველი იქნება განათლებული, თავისუფალი მოქალაქე და პოლიციელები განათლებული და თავისუფლების მოყვარე ადამიანები იქნებიან, რომელთა მიზანი ადამიანის, თავისუფლებისა და სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვაა“, – აღნიშნა უსუფაშვილმა.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)