|
2023-05-12 19:29:50, 938 ნახვა
პოლიტიკა
თუთბერიძე - ეს არ გახლავთ სტრასბურგის საბოლოო პასუხი, ეს იყო დროებით ღონისძიებას, საქმის განხილვა მიმდინარეობს
ეს არ გახლავთ ევრო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე, სადაც სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო არსებითად ამ საქმეს განიხილავს, - ამის შესახებ ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა. მისივე თქმით, დღევანდელი პასუხი ე.წ. დროებით ღონისძიებას ეხება მიხეილ სააკაშვილის სამკურნალოდ გადაყვანის თაობაზე. "ეს არ გახლავთ ევრო სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილება სააკაშვილის საქმეზე, სადაც სააკაშვილის ძირითადი უფლებების დარღვევასთან დაკავშირებით სასამართლო არსებითად ამ საქმეს განიხილავს. ეს არის პროცედურული ე.წ. დროებითი ღონისძიების სარჩელის განხილვამდე სააკაშვილის გადაყვანის საკითხთან დაკავშირებით მიღებული პროცედურული გადაწყვეტილება. ანუ დაცვის მხარემ ბუნებრივია, პროცესის დაწყებისთანავე სცადა და გამოიყენა ყველა, თუნდაც ის ძალიან მცირე და თეორიული ბერკეტები, რომლის საშუალებასაც იძლეოდა ადამიანის უფლებების ევროპული კონვენცია და სასამართლოს მუშაობის წესები. ე.წ. დროებითი ღონისძიება სწორედ, ერთ-ერთი ამგვარი მექანიზმი იყო და ამ პროცედურულ საკითხი ევროსასამართლომ არ დაავალა საქართველოს მთავრობას სააკაშვილის დაუყოვნებლივი გადაყვანა ვარშავაში, როგორც მინიმუმ მანამ სანამ საჩივრის განხილვა არ დასრულდება. ანუ დაცვის მხარის შუამდგომლობა გახლავთ სწორედ ეს, რომ სასამართლოს მიერ საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე, დაუყოვნებლივ დაევალებინა მთავრობისთვის, რომ სააკაშვილის გადაყვანა მომხდარიყო ევროპის ერთ-ერთ დედაქალაქში. ეს პროცედურული ნაწილი არის მხოლოდ, რაზეც დღეს დღეობის მივიღეთ პასუხი", - განაცხადა შოთა თუთბერიძემ. შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა, რომ გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის თანახმადაც მიხეილ სააკაშვილს უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე და ამასთან ერთად სახელმწიფოს არ დაევალა მისი ქვეყნის შიგნით სხვა სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანა.
ტრამპი ირანს „განადგურებით“ დაემუქრა, თუ თეირანი დარტყმებს არ შეწყვეტს
რუსთავის ქალთა ციხესთან, აქტივისტის ნანა სანდერის მხარდამჭერი აქცია მიმდინარეობს
პატრიოტი დანიელი მხარს უჭერს ბულგარეთის წინააღმდეგობას პატრიოტ კირილისთვის სანქციების დაწესების შესახებ
ლევან მაჭავარიანი და არჩილ გორდულაძე ბოდიშს იხდიან პარლამენტში ჩხუბისთვის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)