|
2023-05-12 17:04:53, 1491 ნახვა
სამართალი
ბრეგაძე - სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, მიხეილ სააკაშვილს ვარშავაში გადაყვანაზე უარი ეთქვა [ვიდეო]
დღეს გამოქვეყნდა სტრასბურგის სასამართლოს გაადაწყვეტილება, რომლის თანახადაც, მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილს საქმეში "სააკაშვილი საქართველოს წინააღმდეგ" უარი ეთქვა ვარშავაში გადაყვანაზე,- ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძე ცოტა ხნის წინ გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. როგორც ბრეგაძემ აღნიშნა, სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებით, სახელმწიფოს არ დაევალა ექსპრეზიდენტის ქვეყნის შიგნით სხვა დაწესებულებაში გადაყვანა. "ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რაზეც ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია საზოგადოებასთან, რომ სახელმწიფოს ყველა მოქმედება სააკაშვილის შემოსახლების დღიდან იყო კორექტული და ადამიანის უფლებების უმაღლესი სტანდარტების შესაბამისი. კიდევ ერთხელ მინდა მადლობა გადავუხადო ჩვენს ყველა თანამშრომელს, რომელიც განუხრელად იცავს ადამიანის უფლებებს. რა თქმა უნდა, განსაკუთრებულ მადლიერებას იმსახურებს სამედიცინო პერსონალი, რომელიც მრავალი შეურაცხყოფის, მრავალი ცილისწამების მიუხედავად, განუხრელად ასრულებდა და ასრულებს საკუთარ მოვვალეობას და დგას ადამიანის ჯანმრთლობის სადარაჯოზე",- განაცხადა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
ზელენსკი -რუსეთს ბრძოლის ველზე არსებული ვითარების დამახინჯებული გაგება აქვს
უკრაინა და რუსეთი 3000-მდე სამხედრო ტყვეს გაცვლას გეგმავენ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



