14:41 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-12 09:06:27, 807 ნახვა

მსოფლიო
მედია - ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს, შესაძლოა, იტალიას ეწვიოს

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი 13 მაისს, შესაძლოა, რომს ეწვიოს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას იტალიური მედია ავრცელებს.

როგორც მედია წერს, გერმანიაში შაბათ-კვირას დაგეგმილი ვიზიტის დროს, ზელენსკი, შესაძლოა, მოკლე ვიზიტით იტალიაშიც ჩავიდეს, სადაც ქვეყნის პრემიერ-მინისტრ ჯორჯა მელონის და რომის პაპს ფრანცისკეს შეხვდება.

ვატიკანში არ გამორიცხავენ რომის პაპისა და ზელენსკის შეხვედრას, თუმცა, მედიის ცნობით, ჯერჯერობით ეს მხოლოდ ვარაუდია და ამიტომ, არ არსებობს ოფიციალური დადასტურება ამ შესაძლო შეხვედრის დროისა და ადგილის შესახებ.

ცნობისთვის, 4 მაისს უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ნიდერლანდებში იმყოფებოდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics