15:21 - 01 Oct, 2026
|
2023-05-11 17:45:25, 1058 ნახვა
სამართალი
თბილისის აეროპორტში არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები გამოვლინდა
საბაჟო გამშვებ პუნქტში "თბილისის აეროპორტი" კანონდარღვევის 2 ფაქტი აღიკვეთა. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე ოფიცრებმა, საქართველოსა და სომხეთის მოქალაქეების, როგორც ფიზიკური, ასევე კუთვნილი ბარგის დეტალური დათვალიერების შედეგად, არადეკლარირებული ოქროს (საერთო ჯამი: 316,87 გრამი) საიუველირო ნაკეთობები გამოავლინეს. შემოსავლების სამსახურის ცნობით, საქონლის საბაჟო ღირებულებამ, ჯამში, 25 103 ლარი შეადგინა. კანონდამრღვევი სომხეთის მოქალაქის საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა, ხოლო საქართველოს საბაჟო კოდექსის 168-ე მუხლის I ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ საქართველოს მოქალაქეს ფულადი ჯარიმა 4 602 ლარის ოდენობით შეეფარდა.
შსს ვახო სანაიას ამჯერად 2 Facebook პოსტის და 1 ვიდეოს გამო ედავება
ბრიტანეთმა პრორუსული დეზინფორმაციისთვის ნიკოლოზ მჟავანაძე და მამუკა ფიფია დაასანქცირა
სუს-ის უფროსის ყოფილი მოადგილე, ლევან ახობაძე 500 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს
3-4 ოქტომბერს „თბილისობა“ აღინიშნება - ხუთ ლოკაციაზე მრავალფეროვანი პროგრამა იქნება წარმოდგენილი
|
რედაქტორის რჩევით
აგვისტოში, საარსებო შემწეობის მიმღებთა რიცხვი კიდევ 6500-ით შემცირდა,- რეჟიმი ხალხს შემწეობას აღარ უხდის
როგორ ემსახურება კრემლს ივანიშვილი და მისი მარიონეტები, პატიმრების რუსეთში ექსტრადირების განახლებით
ომი უკრაინაში
რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ სპეციალური ქობინებით აღჭურვილი დრონებით დაბომბვა დაიწყო ელექტროგადამცემი ხაზების გასანადგურებლად
რუსეთმა კიევსა და მიმდებარე რეგიონზე მასშტაბური სარაკეტო და დრონებით იერიში მიიტანა, რასაც სამი ადამიანი ემსხვერპლა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ავარია რომელსაც 5 წლის სანი ცეცხლაძის სიცოცხლე ემსხვერპლა - როგორ ავიცილოთ გახშირებული ტრაგედიები
დღის თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)