01:14 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-05-08 19:56:31, 661 ნახვა

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა და სახალხო დამცველმა მომავალი თანამშრომლობის მიმართულებებზე ისაუბრეს

საქართველოს გენერალურმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს სახალხო დამცველთან ლევან იოსელიანთან გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს გენერალური პროკურატურა ავრცელებს.

უწყების ცნობით, საქართველოს გენერალურ პროკურატურაში გამართულ შეხვედრას საქართველოს გენერალური პროკურორის მოადგილე ნათია მერებაშვილი, ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის უფროსი სალომე შენგელია, სახალხო დამცველის მოადგილეები თამარ გვარამაძე და ელენე ღუდუშაური ესწრებოდნენ.

შეხვედრის მონაწილეებმა უწყებებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე, ფორმატსა და კოორდინაციის მექანიზმებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო სისხლის სამართლის პოლიტიკას, აღკვეთის ღონისძიების გამოყენების პრაქტიკას, ქალთა მიმართ ძალადობასა და ფემიციდს, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებას, პროკურორების სპეციალიზაციას და სხვა საკითხებს.

სახალხო დამცველმა იმედი გამოთქვა, რომ მომავალი თანამშრომლობა და მის ფარგლებში დაგეგმილი ერთობლივი ღონისძიებები ხელშესახებ შედეგს მოიტანს ერთი მხრივ დაზარალებულთა, ხოლო მეორე მხრივ ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესების მიმართულებით.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გომის მთაზე მიკროავტობუსის ხრამში გადავარდნის შედეგად ბელარუსიის ოთხი მოქალაქე ადგილზე დაიღუპა, 20 ადამიანი მათ შორის ორი ბავშვი დაშავდა
გომის მთაზე მიკროავტობუსი გადავარდა - არსებული ცნობებით, არიან დაღუპულები
ნიკა გვარამია: ივანიშვილის რეჟიმმა აღიარა რუსული სამხედრო მანქანისადმი პირდაპირი დახმარება
საქართველოს ოპოზიცია იმ კომპანიის დასახელებას ითხოვს, რომელმაც აფხაზეთს საწვავი მიაწოდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics