|
2023-05-01 20:03:09, 685 ნახვა
ევროკავშირის სამართალთან ქართული კანონმდებლობის დაახლოების პროცეს ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა
ევროკავშირის სამართალთან ქართული კანონმდებლობის დაახლოების პროცესის თაობაზე იუსტიციის სამინისტროს მიერ შემუშავებულ კანონპროექტს პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტმა მხარი დაუჭირა. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, საკანონმდებლო ცვლილების მიზანია ევროკავშირის სამართალთან საქართველოს კანონმდებლობის დაახლოების პროცესის ეფექტიანი კოორდინაცია, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია საქართველოს მიერ ევროპული პერსპექტივის მიღების შემდეგ. „ნორმატიული აქტების შესახებ" საქართველოს ორგანულ კანონში ცვლილების შედეგად, თუ პროექტი შემუშავებული იქნება ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან დაახლოების მიზნით, ევროკავშირის სამართალთან შესაბამისობის თაობაზე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს დასკვნა გახდება სავალდებულო: საქართველოს მთავრობის მიერ საქართველოს პარლამენტში წარსადგენ კანონპროექტებზე; საქართველოს მთავრობის ნორმატიული აქტების პროექტებსა და სხვა ზოგიერთ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების პროექტზე. გარდა ამისა, ნორმატიული აქტის მიმღები/გამომცემი ორგანო რომლის ნორმატიული აქტი არ დაექვემდებარება სავალდებულო სამართლებრივ ექსპერტიზას, უფლებამოსილი იქნება ნორმატიული აქტის პროექტი ევროკავშირის სამართლებრივ აქტთან შესაბამისობის თაობაზე სარეკომენდაციო ხასიათის სამართლებრივი დასკვნისათვის გადასცეს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს. საკომიტეტო განხილვაზე აღინიშნა, რომ წარმოდგენილი საკანონმდებლო ცვლილების მიღება ქვეყნის მიერ ევროინტეგრაციისკენ გადადგმული კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.
მოსკოვის სასამართლომ კენედების ოჯახის წევრს დაუსწრებლად პატიმრობა მიუსაჯა
კოლუმბიის პრეზიდენტი - მიწისძვრის შემდეგ 265 ადამიანი დაიღუპა და 3 494 დაშავდა, უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება 496
ნარკოდანაშაულის ბრალდებით 135 პირი დააკავეს, მათ შორის ნარკორეალიზაციაში სხვადასხვა ფორმით ჩართული 55 პირია
ივანიშვილის წარმომადგენელი იონათამიშვილი აფხაზეთში ბენზინის მიწოდებაზე კითხვების გამო ოპოზიციის აკრძალვას ითხოვს
|
რედაქტორის რჩევით
ოქრიაშვილის წინააღმდეგ კამპანია და ძალადობის გამართლება - კვლევა
საპატრიარქო მოსკოვის კვალდაკვალ - რატომ უთხრა მღვდლებმა უარი შვილმკვდარ ვეტერანს შვილის ეკლესიაში დასვენებაზე
ომი უკრაინაში
ხმარა ნოვოროსიისკში ჩატარებული ოპერაციაზე -ჩვენ შევაჩერებთ რუსულ სამხედრო მანქანას
უკრაინამ დაასახელა რუსული სამხედრო გემები, რომლებსაც ნოვოროსიისკში დაარტყეს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)