04:41 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-27 14:12:03, 1619 ნახვა

რეგიონი
რიჟვაძე - ხელისუფლება ძალიან მყარად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას, გვექნება წარმატებული ტურისტული სეზონი

რიჟვაძე - ხელისუფლება ძალიან მყარად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას, გვექნება წარმატებული ტურისტული სეზონი,- ამის შესახებ აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

უწყების ცნობით, მთავრობის თავმჯდომარემ 2023 წლის პირველი კვარტლის ეკონომიკური და ტურისტული ტენდენციები მიმოიხილა.

თორნიკე რიჟვაძემ აღნიშნა, რომ მაქსიმუმი გაკეთდება, რათა რადიკალურ ჯგუფების მიერ არ მოხდეს ტურისტული სეზონის   დისკრედიტაცია.

,,ყველას გახსოვთ, შარშან მიმდინარეობდა საზღვაო ტურისტული სეზონის მიზანმიმართული დისკრედიტაცია.  პირველ რიგში ნაციონალური მოძრაობის და მათთან დაკავშირებული რადიკალური ჯგუფების მიერ.  მათ შორის, ზოგიერთი მედია საშუალებები, რომლებიც ფინანსდებიან ევროპელი პენსიონერების და ქართული ჯარის ნაძარცვი ფულით, ცდილობდნენ მაქსიმალურად მოეხდინათ სეზონის დისკრედიტაცია. თუმცა, ხელისუფლება ძალიან მყარად აგრძელებს სამშვიდობო პოლიტიკის გატარებას და შესაბამისად ჩვენ გვექნება წარმატებული ტურისტული სეზონი. ასევე, რა თქმა უნდა შევინარჩუნებთ დადებით ეკონომიკურ ტენდენციას. მინდა აღვნიშნო, რომ ეს კონკრეტული ჯგუფები ახდენენ იმ ევროპული არჩევანის დისკრედიტაციასაც, რომელიც არის ქართველი ხალხის ისტორიული ნება და ეს მძარცველები ჩვენ გვიწუნებენ საგარეო კურს. თუმცა ვფიქრობ, მოსახლეობისთვის ცხადია რასთან გვაქვს საქმე და ჩვენ აუცილებლად, რეკომენდაციების შესრულების შემდეგ შევძლებთ, რომ გვქონდეს დადებითი შედეგები ყველა მიმართულებით" - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა,  რომ ხელისუფლების მიერ გატარებული სამშვიდობო პოლიტიკით, ევროპული კურსით, ეს ტენდენციები იქნება შენარჩუნებული და აღნიშნული ღონისძიებებით მოსახლეობა უფრო მეტ სარგებელს და კეთილდღეობას მიიღებს.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics