|
2023-04-26 13:25:57, 1318 ნახვა
მსოფლიო
ნავალნის განცხადებით, ახალი ბრალი წაუყენეს, რომლის მიხედვითაც 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება
რუსი ოპოზიციონერის, ალექსეი ნავალნის ინფორმაციით, მას ახალი ბრალი წაუყენეს, რომლის მიხედვითაც, 30-წლიანი პატიმრობა ემუქრება. აღნიშნულის შესახებ ნავალნიმ სასამართლო სხდომაზე განაცხადა. ნავალნის განცხადებით, მას ბრალდება ტერორიზმის მუხლით წაუყენეს და საშუალებას არ აძლევენ, რომ საქმეს ბოლომდე დეტალურად გაეცნოს. „წამიყენეს აბსურდული ბრალდება, რომლის მიხედვითაც, 30-წლიანი პატიმრობა მემუქრება. გამომძიებელმა ვიდიუკოვმა გუშინ თქვა, რომ ცალკეა გამოყოფილი ტერორისტული საქმე იმასთან დაკავშირებით, რომ მე ციხეში ჯდომისას ტერაქტებს ვაწყობ. ამ საქმესთან დაკავშირებით, მე სამხედრო სასამართლო გამასამართლებს. ამ საქმისთვის 30 წელი მემუქრება, ალბათ, შემდგომი საქმისთვის უვადოს მომცემენ. საქმეში 195 ტომია. მაიძულებენ, გავეცნო მას იმის გათვალისწინებით, რომ მუდამ სამარტოო საკანში ვიმყოფები. გუშინ საღამოს კვლავ იქ შემასახლეს“,- განაცხადა ნავალნიმ. აღსანიშნავია, რომ აპრილში სახელმწიფო დუმამ პოლიტიკოსის მიერ დაარსებული ანტიკორუფციული ფონდის ტერორისტულ ორგანიზაციად აღიარებაც მოითხოვა. შეგახსენებთ, რომ ალექსეი ნავალნის, რუსეთის სასამართლომ მას 2021 წლის 2 თებერვალს 2 წლითა და 8 თვით პატიმრობა მიუსაჯა. აღსანიშნავია, რომ ნავალნის თავდაპირველად 3 წლითა და 6 თვით მიუსაჯეს პატიმრობა, თუმცა მის სასჯელს შინაპატიმრობაში გატარებული 10 თვე მოაკლდა. 2014 წელს ალექსეი ნავალნი და მისი ძმა ოლეგი დამნაშავედ ცნეს თაღლითობაში. გამოძიების ვერსიით, მათ დაარწმუნეს კომპანია "ივ როშე", გაეფორმებინათ არახელსაყრელი კონტრაქტი. რუსეთის სასამართლოს ალექსეი ნავალნის 3.5 წლით პირობითი სასჯელი და 5 წლით გამოსაცდელი ვადა, ხოლო მის ძმას 3.5-წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. მოგვიანებით, ალექსეი ნავალნის გამოსაცდელი ვადა ერთი წლით გახანგრძლივდა და 2020 წლის 30 დეკემბერს ამოიწურა. "ივ როშეს" საქმეზე დაკავებამდე ალექსეი ნავალნი გერმანიაში მკურნალობდა. ის 2020 წლის 20 აგვისტოს თვითმფრინავში, ტომსკი-მოსკოვის რეისზე ცუდად გახდა. ნავალნი ქალაქ ომსკის საავადმყოფოში შეიყვანეს. ორი დღის შემდეგ ის გერმანიაში, კლინიკა "შარიტეში" გადაიყვანეს, სადაც მას ქოლინესტერაზას ინჰიბიტორით მოწამვლის დიაგნოზი დაუსვეს. ამასთან, რუსი ოპოზიციონერი თითქმის ერთი თვის განმავლობაში კომაში იყო. ნავალნი ბერლინის საავადმყოფოდან 22 სექტემბერს გაწერეს. მკურნალობისა და რეაბილიტაციის კურსს გავლის შემდეგ, ის რუსეთში 17 იანვარს დაბრუნდა და ქვეყანაში ჩასვლისთანავე დააკავეს.
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
|
რედაქტორის რჩევით
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
ომი უკრაინაში
კიევი-ოდესის გზატკეცილზე რუსეთის საჰაერო დარტყმის შედეგად სამი ადამიანი დაიღუპა
რუსეთმა კიევის მეტროსადგურზე თავდასხმა განახორციელა, რის შედეგადაც ერთი ადამიანი დაიღუპა 8 დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
დღის თემა
სტიყვები რომელიც რეჟიმმა მედიას აუკრძალა - „ ექსპრესნიუსი“ ყველა დაცენზორებულ სიტყვას გამოიყენებს
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)