20:35 - 21 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-26 10:00:55, 1392 ნახვა

მსოფლიო
WHO - სუდანის ლაბორატორიიდან ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების გავრცელების რისკი არსებობს

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის (WHO) ცნობით, სუდანში ბიოლოგიურად საშიში ნივთიერებების გავრცელების მაღალი რისკი არსებობს.

ოფიციალური პირების განცხადებით, ამ ეტაპზე გაურკვეველია, ვის აქვს დაკავებული სუდანის დედაქალაქ ხართუმში მდებარე საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ლაბორატორია.

"მთავარ საზრუნავს წარმოადგენს ის, რომ ლაბორატორიაში შესვლა ვერ ხერხდება, რათა უსაფრთხოდ მოხერხდეს იქ არსებული ბიოლოგიური ნივთიერებების შენახვა",- განაცხადა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენელმა სუდანში. 

ამასთან, როგორც WHO-ში BBC-ის განუცხადეს, შენობას ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა, რაც ლაბორატორიაში არსებულ მასალას საფრთხეს უქმნის, გარდა ამისა, ელექტროენერგიის გარეშე, შესაძლოა, ლაბორატორიაში შენახული სისხლის პაკეტები გაფუჭდეს.

ცნობისთვის, სუდანში, ქვეყნის არმიასა და სამხედრო დაჯგუფების „სწრაფი მხარდაჭერის ძალების“ მებრძოლებს შორის დაპირისპირება 15 აპრილს დაიწყო და ამ დრომდე არ შეწყვეტილა. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ბოლო მონაცემებით, დაპირისპირების დაწყებიდან დღემდე 459 ადამიანი დაიღუპა, ხოლო 4 072 დაშავდა.

აღსანიშნავია, რომ გუშინ 25 აპრილს, სუდანის შეიარაღებული ძალები და გასამხედროებული „სწრაფი მხარდაჭერის ძალები“ 72 საათით ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

საქართველოს 35-მდე მოქალაქე სუდანის დატოვებას 25 აპრილამდე ვერ ახერხებდა, თუმცა საქართველოს საგარეო უწყებამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პირველი ეტაპი დასრულდა და ისინი ნეიტრალურ ზონაში, სუდან-ეგვიპტის საზღვარზე გადაიყვანეს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გერმანიის საგარეო - საქართველოში პარტიების აკრძალვის საკონსტიტუციო სარჩელი შემაშფოთებელია
სალომე ზურაბიშვილი - დღეს არის დღე სამარცხვინო საქართველოსთვის
საკონსტიტუციო სასამართლომ ოპოზიციის არცერთი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა- პირველი დღის შედეგები
კობახიძე ძმებ ფეიქრიშვილებზე: გამოძიება დაადგენს, მათ შორის, ციხის ადმინისტრაციის შესაძლო როლსაც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics