04:53 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 16:20:11, 1657 ნახვა

რეგიონი
კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება გაიმართა

გიორგი ხორგუაშვილის სახელობის კასპის მხარეთმცოდნეობის მუზეუმში დედაენის დღისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური ღონისძიება გაიმართა. აღნიშნულ ინფორმაციას კასპის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. 

მერიის ცნობით, გამომსვლელბმა ენის ისტორიაზე, მნიშვნელობასა და მის დაცვაზე ისაუბრეს. ხაზი გაესვა იმასაც,  თუ რამდენად მნიშვნელოვანი თარიღია 1978 წლის 14 აპრილი ქართველი ერისთვის.

ღონისძიებაზე 1978 წლის 14 აპრილის ამსახველი მიტინგის ვიდეო-კოლაჟი უჩვენეს. ასევე, საბერძნეთიდან საკუთარი ლექსით ,,ენავ ქართულო“  ემიგრანტი პედაგოგი იზოლდა ბერიანიძე ჩაერთო.

მოსწავლეთა სახლის მხარეთმცოდნეობის წრის წევრებმა მშობლიური ენისადმი მიძღვნილი ლექსები წაიკითხეს.

1978 წლის 14 აპრილის ქართული ენის დაცვის მიტინგის მონაწილეებმა მარინა მენაბდიშვილმა, ლია ზარიძემ, ლია სოზიაშვილმა და ბადრი პატარიძემ იმ დღის ამბები გაიხსენეს.

კასპის მოსწავლე-ახალგაზრდობის სიმღერისა და გალობის წრის წევრებმა შეასრულეს ,,შენ ხარ ვენახი“ და ღვთისმშობლის საგალობელი.        





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics