04:53 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-04-12 12:38:50, 1982 ნახვა

რეგიონი
რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება

რიკოთი სატვირთო მანქანებისთვის დღეს, ხოლო მსუბუქი ტრანსპორტისთვის 13 აპრილიდან გაიხსნება. აღნიშნულ ინფორმაციას საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

გზების დეპარტამენტის ცნობით, 12 აპრილს, მსუბუქი ავტოტრანსპორტი გადაადგილებას კვლავ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით შეძლებს.

"თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის 147-ე კილომეტრთან (ჩუმათელეთი-ხევის მონაკვეთზე) განვითარებული ქვათაცვენის გამო, ფერდის ჩამოწმენდის, გზის სავალი ნაწილის გაწმენდისა და გაფართოების სამუშაოები მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ჩატარებული სამუშაოების შედეგად, დღის მეორე ნახევარში საერთაშორისო მნიშვნელობის თბილისი–სენაკი–ლესელიძის საავტომობილო გზის კმ114-კმ194 მონაკვეთზე (ახალსოფლის სატრანსპორტო კვანძი-ზესტაფონი) მოძრაობა აღდგება მხოლოდ სატვირთო ავტოტრანსპორტისთვის.

ვინაიდან 11 აპრილს ვერ მოხერხდა სატვირთო ავტოტრანსპორტის დადგენილი რეჟიმით გატარება, 12 აპრილს რიკოთის მონაკვეთის გავლით, მთელი დღის და ღამის განმავლობაში, იმოძრავებენ მხოლოდ სატვირთო მანქანები.

მსუბუქი ავტოტრანსპორტი 12 აპრილს გადაადგილებას კვლავ გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის მიმართულებით შეძლებს.

13 აპრილის 07:00 საათიდან რიკოთის მონაკვეთზე მოძრაობა აღდგება დაწესებული სპეციალური რეჟიმით, კერძოდ:

07:00 საათიდან 19:00 საათამდე თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 114-ე კმ-დან (ახალსოფლის კვანძი) 194-ე კმ-მდე (ზესტაფონი) გადაადგილება დასაშვები იქნება მხოლოდ მსუბუქი ავტოტრანსპორტისთვის. 21:00 სთ-დან დილის 06:00 სთ-მდე ამავე მონაკვეთზე გადაადგილდებიან მხოლოდ სატვირთო ავტომანქანები. სატვირთო ავტომანქანები გადაადგილდებიან პატრულის მკაცრი ზედამხედველობით, ინტერვალებით, გაუჩერებლად და რევერსულად ანუ ცალმხრივად, მიმართულების შეცვლით", - ნათქვამია გზების დეპარტამენტის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics