|
2023-04-08 13:27:08, 1593 ნახვა
რეგიონი
„ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრმა“ განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა
"ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრი"- მა სამსახურის დაარსებიდან 3 წლის განმავლობაში განხორციელებული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ქედის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. უწყების ცნობით, საანგარიშო პერიოდში სამსახურმა არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განახორციელა:
„ასევე, 2022 წლის ბოლოს სამსახურმა მიიღო ტურიზმის ,,მაგნოლია 2022" ჯილდო ნომინაციაში ,,ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული მარშრუტი - მახუნცეთის ტურისტული მარშრუტი". პრეზენტაციაზე აგრეთვე წარმოდგენილი იყო სამომავლოდ განსახორციელებელი პროექტების გეგმები: ტურისტული ბიზნეს ასოციაციების გაერთიანება, კარვების ქალაქის გახსნა და სხვა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ქედის მუნიციპალიტეტის მერი როლანდი ბერიძე, საკრებულოს თავმჯდომარე ამირან ცინცაძე, ხონის მუნიციპალიტეტის მერი ლადო ჯურხაძე, აჭარის სოფლის მეურნეობის სამინისტროს, განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს, აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისა და ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტოს, ასევე ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები. პრეზენტაციის დასასრულს ქედის მუნიციპალიტეტის მერმა როლანდ ბერიძემ და ქედის ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის ცენტრის დირექტორმა რაულ ცინცაძემ მადლობის სიგელით დააჯილდოვეს ანსამბლი ,,ელესა" და ადგილობრივი ბიზნესის წარმომადგენლები“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.
პოლონეთმა ისტორიაში ყველაზე მასშტაბური სამხედრო აღლუმი გამართა
სამარაში უკრაინელებმა დააზიანეს ცენტრი რომელიც „სოიუზის“ რაკეტების მიკროელექტრონული კომპონენტებს აწყობს
რუსეთში ბენზინის დეფიციტი საწვავის კრიზისის პიკს უბრუნდება
პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტოები უკანონოდ მოიპოვა და გაავრცელა- კახეთში 1 პირი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)