|
2023-04-03 14:15:53, 1038 ნახვა
რეგიონი
გზების დეპარტამენტი რიკოთზე - კვირის ბოლოს გვეცოდინება, როდის შევძლებთ ავტოტრანსპორტის მოძრაობის აღდგენას
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, კვირის ბოლოს გახდება ცნობილი, როდის აღდგება რიკოთის საგზაო მონაკვეთზე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობა. როგორც საავტომობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, გიორგი წერეთელმა დღეს გამართულ საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელ მაგისტრალზე ტრანსპორტის მოძრაობის განახლება დამოკიდებულია გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევებზე, რომელთა პირველადი, წინასწარი შედეგები ცნობილი კვირის ბოლოსთვის გახდება. "მოძრაობის შეწყვეტა გამოწვეული იყო უკიდურესი აუცილებლობიდან, ვინაიდან თოვლის დნობის შედეგად, გზასთან სიახლოვეს, დაახლოებით 200 მეტრში, განვითარდა მეწყრული პროცესები. შესაბამისი დაკვირვების შედეგად, გამოვლინდა ბზარების ზრდის და აღნიშნულ მონაკვეთზე მეწყრული პროცესების განვითარების და ჩამოსვლის ტენდენცია. ამიტომ, სპეციალისტების დაკვირვების შემდეგ და მათი რეკომენდაციით, მივიღეთ გადაწყვეტილება შეგვეზღუდა რიკოთის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა. ამ ეტაპზე რიკოთის 149-ე კმ-ზე გზის გაფართოვების სამუშაოები დასრულებულია, მიმდინარეობს შესაბამისი გეოლოგიური კვლევებისათვის გზის მიყვანის სამუშაოები, ასევე, აქტიურად მიმდინარეობს გეოლოგიური, გეოფიზიკური კვლევები საერთაშორისო და ადგილობრივი სპეციალისტების მიერ. კვირის ბოლოსთვის უკვე ცნობილი იქნება პირველადი, წინასწარი შედეგები, რომელიც მოგვცემს საშუალებას ვიმსჯელოთ როგორც საფრთხეების დონეზე, ასევე ავტოსატრანსპორტო საშუალებების მოძრაობის აღდგენის შესაძლებლობაზე", - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში. შეგახსენებთ, რიკოთის საგზაო მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა 30 მარტს შეწყდა. მოძრაობა გადართულია გომი-საჩხერე-ჭიათურა-ზესტაფონის გზაზე.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)