|
2023-03-24 15:25:22, 1787 ნახვა
რეგიონი
უეფა-ს 21 წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასის მოგზაურობა ბათუმიდან იწყება
უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის თასი უკვე საქართველოშია. ტურნირის მთავარი სიმბოლო მოგზაურობას ბათუმიდან იწყებს. აღნიშნულ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს. მათი ცნობით, დღეიდან, უეფა-ს ევროპის ჩემპიონატის თასი საქართველოს სხვადასხვა ქალაქში იმოგზაურებს, მოვლენის აღსანიშნავი ღონისძიება კი,26 მარტს ბათუმში, ერას მოედანზე გაიმართება. "26 მარტს, თასი ბათუმის ქუჩებს კოკა-კოლას ჯადოსნურ ქარავანთან ერთად მოივლის და ბათუმის ევროპის მოედანს მიადგება, სადაც მასპინძელ ქალაქში თასის შემოტანის საზეიმო ცერემონიასთან დაკავშირებით, კონცერტი გაიმართება. კონცერტში მონაწილეობას მიიღებენ ყველასთვის კარგად ნაცნობი და საყვარელი მომღერლები და ბენდები, მათ შორის, ნუცა ბუზალაძე, სალიო, ანსამბლი შვიდკაცა, სოფო ხალვაში და სხვადასხვა ადგილობრივი ბენდი. ღონისძიების ორგანიზატორი და მასპინძელი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაა.
ჩემპიონატის მთავარ სიმბოლოს მოედანზე ტურნირის ელჩი - ყველასთვის საყვარელი ფეხბურთელი და ფეხბურთის ფედერაციის ვიცე პრეზიდენტი, ალექსანდრე იაშვილი შემოიტანს. საქართველოს მასშტაბით, თასი ტურნირის ადგილობრივი სპონსორის, კოკა-კოლა ბოთლერს ჯორჯიას ჯადოსნური ქარავნით იმოგზაურებს.
ბათუმის შემდეგ, თასი მესტიაში გადაინაცვლებს, რის შემდეგაც, 2 მაისს, ტურნირის კიდევ ერთ მასპინძელს, ქუთაისს ესტუმრება. ქუთაისიდან მოგზაურობა ამბროლაურსა და ყაზბეგში გაგრძელდება. თასის ბოლო გაჩერება კი, ჩემპიონატის მასპინძელ თბილისში იქნება. გულშემატკივრებს და ნებისმიერ მსურველს სამახსოვრო ფოტოს გადაღების შესაძლებლობაც მიეცემათ.
შეგახსენებთ, რომ უეფა-ს 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატი საქართველოსა და რუმინეთში 21 ივნისიდან 8 ივლისის ჩათვლით, საქართველოს სამ ქალაქში, თბილისში, ქუთაისსა და ბათუმში გაიმართება. პირდაპირი ეთერი - 19:30 საათი, აჭარის ტელევიზია ღონისძიების დასაწყისი: 26 მარტი, 19:00 საათი, თასის შემოსვლა 20:00 საათი მისამართი: ბათუმი, ევროპის მოედანი", - ნათქვამა აჭარის მთავრობის ინფორმაციაში.
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
|
რედაქტორის რჩევით
კლანის წევრის რევაზ ნადარაიას ისტერიკა საკონსტიტუციო სასამართლოს სხდომაზე
რამდენს ხარჯავს ხელისუფლება პროპაგანდაში - MDF-ის 2025 წლის ანგარიშში მედიის ფინანსურ გამჭვირვალობაზე
ომი უკრაინაში
მელანია ტრამპმა ოლეშკიში რუსეთსა და უკრაინას შორის დროებითი ცეცხლის შეწყვეტას მიაღწია
ISW: რუსული არმია უკრაინაში ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)