12:53 - 30 Mar, 2023
რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-17 10:13:53, 351 ნახვა

ომი უკრაინაში
უკრაინის გენშტაბი - საომარი მოქმედებების დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში 163 320-მდე რუსი ჯარისკაცი მოკლეს

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, ომის დაწყებიდან დღემდე, რუსულმა არმიამ 163 320-მდე ჯარისკაცი დაკარგა.

რუსეთის სავარაუდო დანაკარგი 2022 წლის 24 თებერვლიდან 2023 წლის 17 მარტის 06:00 საათისთვის ასეთია:

  • ჯარისკაცი - დაახლოებით 163 320;
  • ტანკი - 3 506;
  • ჯავშანტექნიკა - 6 823;
  • საარტილერიო სისტემა - 2 552;
  • სარაკეტო სისტემა - 504;
  • საზენიტო საბრძოლო სისტემა - 265;
  • თვითმფრინავები - 305;
  • ვერტმფრენი - 290;
  • ოპერატიულ-ტაქტიკური უპილოტო საფრენი აპარატი -  2 145;
  • საკრუიზო რაკეტები - 907;
  • გემი/ნავი/კატარღა - 18;
  • საავტომობილო ტექნიკა და საწვავის ავზები - 5 401;
  • სპეციალური აღჭურვილობა - 258.

აღსანიშნავია, რომ გარდაცვლილი ჯარისკაცების სრულ აღრიცხვას არ აკეთებს თავად რუსეთი.

ცნობისთვის, 2022 წლის 24 თებერვალს, დილის საათებში, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ საომარი მოქმედებების დაწყების გადაწყვეტილება მიიღო. უკრაინაში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადდა და საჰაერო სივრცე ჩაიკეტა. რუსი ოკუპანტები უკრაინას სხვადასხვა მიმართულებიდან უტევენ.




ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთში The Wall Street Journal-ის ჟურნალისტი ჯაშუშობის ბრალდებით დააკავეს
კენტუკის შტატში სამხედრო ვერტმფრენები ერთმანეთს შეეჯახნენ - არის მსხვერპლი
ბრიტანული დაზვერვა - რუსეთი 400 000 „მოხალისის“ მობილიზებას გეგმავს
საქსტატი - 2022 წელს საქართველოში 6 799 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

როგორ ვითარდება მოვლენები რუსთაველზე - აქციის დარბევა.












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics