23:32 - 02 Nov, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-03-15 10:05:22, 1719 ნახვა

ომი უკრაინაში
რუსმა ოკუპანტებმა კურახოვო დაბომბეს - დაზიანდა 8 მაღალსართულიანი შენობა

რუსი დამპყრობლები დონეცკის ოლქში, ქალაქ კურახოვოს თავს დაესხნენ. მოსახლეობის ნაწილი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი, დაზიანდა 8 მრავალსართულიანი შენობა .

როგორც დონეცკის რეგიონალური სამხედრო ადმინისტრაციის უფროსმა, პავლო კირილენკომ განაცხადა, საარტილერიო დაბომბვის შედეგად კურახოვოში 1000-ზე მეტი მოსახლე ელექტროენერგიის გარეშე დარჩა.

მისივე თქმით, ქალაქში ელექტროენერგია აღდგება, როგორც კი უსაფრთხოების მდგომარეობა ამის საშუალებას მისცემს.

"რუსებმა კურახოვი არტილერიით დაბომბეს. წინასწარი ინფორმაციით, მსხვერპლი არ ყოფილა, მაგრამ დაზიანებულია 8 მაღალსართულიანი კორპუსი და სატრანსფორმატორო ქვესადგური",- წერს პავლო კირილენკო Telegram-ზე.

 


 





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics