23:33 - 02 Nov, 2026
|
2023-03-12 18:55:43, 1705 ნახვა
ომი უკრაინაში
გაიდაი - სამხედრო ტექნიკის დანაკარგების გამო, რუსები კრემენაიას მიმართულებით ძველ ტანკებს იყენებენ
სამხედრო ტექნიკის მნიშვნელოვანი დანაკარგების გამო, რუსი ოკუპანტები იძულებული არიან, კრემენაიას მიმართულებით ძველ ტანკებზე გადაინაცვლონ, - ამის შესახებ ლუგანსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერგეი გაიდაიმ განაცხადა. გაიდაის თქმით, ამ ეტაპზე აქტიური ბრძოლები სვატოვო-კუპიანსკის, კრემენაიას, ლიმანისა და ბელოგოროვკას მიმართულებით მიმდინარეობს. "რუსებს ლუგანსკში რეზერვები, ტექნიკა, საბრძოლო მასალა დაუგროვდათ. ახლა უკრაინის შეიარაღებული ძალების ჯარისკაცები მათ თანდათან ანადგურებენ", - ამბობს გაიდაი. მისივე თქმით, ოკუპანტები მუდმივად ცდილობენ უკრაინის თავდაცვის ხაზის გარღვევას, თუმცა ვითარება სტაბილური რჩება.
დიდი ბრიტანეთი იმიგრაციის წესებს ამკაცრებს
ტაკერ კარლსონი - აშშ-მ შესაძლოა ირანზე ბირთვული დარტყმა უახლოეს დღეებში განახორციელოს
ადვოკატი ღარიბაშვილის მიმართ სავარაუდო წამების ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვს
რეპორტიორები საზღვრებს გარეშემ ბიძინა ივანიშვილი „პრესის თავისუფლების მტაცებელთა“ სიაში კვლავ შეიყვანა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)