05:39 - 24 Oct, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-24 13:15:10, 1691 ნახვა

რეგიონი
აჭარაში ტრადიციებისა და რიტუალების ახალი სახელმძღვანელო შეიქმნა

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინფორმაციით, აჭარაში ახალი გზამკვლევი „ხალხური ტრადიციები და რიტუალებო“ შეიქმნა. როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, სახელმძღვანელოში, რომელიც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ მოამზადა, 70 აჭარული ტრადიცია და ხალხური რიტუალია შესული. დეპარტამენტის ცნობით, რიტუალებს შორისაა ქორწინებასთან, ბავშვის აღზრდასთან, საზოგადოებრივ-საოჯახო, სამეურნეო ყოფასთან დაკავშირებული ტრადიციები და წეს-ჩვეულებები.

„აჭარაში, ისევე, როგორც საქართველოს სხვა კუთხეებში, ტრადიციები და რიტუალები საუკუნეების განმავლობაში იქმნებოდა და იხვეწებოდა, ამიტომ ისინი საკმაოდ ტრანსფორმირებული სახითაა შემორჩენილი. მათში შემონახულია არა მხოლოდ ხანგრძლივ სამეურნეო-შრომით პროცესში დაგროვილი ემპირიული გამოცდილება, არამედ ხალხის საქმიანობასა და ცხოვრებასთან დაკავშირებული ბევრი სხვადასხვა ტრადიცია, სულიერი კულტურის არაერთი მნიშვნელოვანი ელემენტი: რწმენა-წარმოდგენები, მაგიურ-რელიგიური რიტუალები და დღე-სასწაულები, სიმბოლოები, სიტყვიერი მაგია, სარიტუალო კერძები, რომლებიც თითქმის ყველა დღესასწაულს ამშვენებდნენ, ხალხური რელიგიური აზროვნების სხვადასხვა ასპექტი“, - ნათქვამია წიგნის წინასიტყვაობაში.

„აჭარული ტრადიციებისა და ხალხური რიტუალების გზამკვლევის ბეჭდური ვერსია დაინტერესებული პირებისთვის აპრილიდან იქნება ხელმისაწვდომი. მასში ყურადღება მხოლოდ ყველაზე მნიშვნელოვან, საინტერესო ხალხურ რიტუალსა და ტრადიციებს ეთმობა, რომლებიც განსაკუთრებით საინტერესო იქნება, როგორც ტურიზმის სფეროს წარმომადგენლების, ისე ვიზიტორებისთვის. აჭარის კულინარიული გზამკვლევის შემდეგ ეს რიგით მეორე სახელმძღვანელოა, რომელიც ტურისტული პროდუქტების განვითარების სააგენტომ ტურიზმის სექტორისთვის მოამზადა“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
გამოკითხულ ამერიკელთა აბსოლუტური უმრავლესობა — 66% პირდაპირ თანაუგრძნობს და მხარს უჭერს უკრაინას რუსეთთან ომში ხოლო ამომრჩეველთა 65% უკრაინას აშშ-ის მოკავშირედ ან მეგობრად მიიჩნევს
ილონ მასკმა უკრაინული და ამერიკული ელიტები ომის გზით გამდიდრებაში დაადანაშაულა
საფრანგეთმა ახალი საპროტესტო აქციების წინ 70 000 ძალოვანის მობილიზება განახორციელა
რუსეთის თავდაცვის ინდუსტრიასთან დაკავშირებულმა კომპანიებმა წარმოების ჩინეთში გადატანა დაიწყეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics