09:55 - 01 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-02-22 13:07:46, 1288 ნახვა

რეგიონი
ბათუმს 60 ახალი ავტობუსი შეემატება

ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი სამუშაო ვიზიტით თურქეთის რესპუბლიკაში იმყოფება, სადაც ISUZU-ს ქარხანას ეწვია და ბათუმისთვის განკუთვნილი ავტობუსების წარმოების პროცესი დაათვალიერა. არჩილ ჩიქოვანის თქმით, წელს ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტი სრულად განახლდება. ახალი ავტობუსები კი, ეტაპობრივად შემოვა.

„სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, თურქეთის რესპუბლიკაში ვიმყოფები, სადაც, ISUZU-ს ქარხანაში, ბათუმისთვის განკუთვნილი 10 მეტრიანი ავტობუსების წარმოების პროცესი დავათვალიერე. უახლოეს პერიოდში, ბათუმში 60 ერთეული ადაპტირებული ავტობუსი ეტაპობრივად შემოვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ბათუმის მუნიციპალური ტრანსპორტი წელს სრულად განახლდება. სატრანსპორტო პოლიტიკის განვითარების კუთხით, კომპლექსური და სისტემური ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ბოლო ორი წლის განმავლობაში ბათუმის ავტოპარკს 100 ერთეული ავტობუსი შეემატა. გარდა ამისა, შევიძინეთ 8 ელექტროავტობუსი. შედეგად, ბათუმი პირველი ქალაქია საქართველოში, სადაც ელექტროავტობუსები მოძრაობს" - არჩილ ჩიქოვანი.

ახალი ავტობუსები გათვლილი იქნება 70 მგზავრზე და სრულად ადაპტირებულია შშმ პირთათვის. ავტობუსებში უზრუნველყოფილი იქნება ინტეგრირებული გათბობის, კონდიცირების, ვენტილაციის, საინფორმაციო ხმოვანი და ანტივანდალური ვიდეომონიტორინგის სისტემებით. ავტობუსების შეძენა აჭარის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით, სახელმწიფო ბიუჯეტიდან განხორციელდა. ავტობუსების შესყიდვის მიზნით კონსოლიდირებული ტენდერი 2022 წელს გამოცხადდა. ვიზიტის ფარგლებში, არჩილ ჩიქოვანმა ISUZU-ს წარმომადგენლებთან გამართა შეხვედრა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
რუსეთში Starlink-ის ტერმინალების იმპორტი აიკრძალა
უკრაინის პროტესტის შემდეგ, ისრაელმა რუსეთიდან მოპარული მარცვლეულის მიღებაზე უარი თქვა
რუსეთში ნავთობის გადამუშავება 17 წლიან მინიმუმამდე დაეცა
ყველაფერი პოლიციის შესახებ: გდდ-ის ხელმძღვანელმა რომან ქარცივაძემ თანამდებობა დატოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics