|
2023-02-15 09:20:53, 1713 ნახვა
ომი უკრაინაში
ჩერნიაკი - უკრაინის დაზვერვა პუტინის ახლო წრესთან თანამშრომლობს
უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის ინფორმაციით, მთავარი სადაზვერვო დეპარტამენტი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის ახლო წრესთან თანამშრომლობს. როგორც ანდრეი ჩერნიაკმა ბერძნულ გამოცემა "იეფიმერიდასთან" ინტერვიუ განაცხადა, პუტინის წრეში საკმაოდ ბევრი ადამიანია, ვინც მხარს არ უჭერს რუსეთის ფედერაციის ამჟამინდელ პოლიტიკას უკრაინის მიმართ, კერძოდ სრულმასშტაბიან ომს. "ომში ჩვენ ვიყენებთ კანონით დაშვებულ ყველა საშუალებას. ჩვენ ვიპოვეთ თანამშრომლობის მექანიზმები პუტინთან ძალიან დაახლოებულ ადამიანებთანაც კი. ეს ხალხი ყოველგვარი ეჭვის მიღმაა, ისინი ცნობილია როგორც "დიდი რუსეთის" მხარდამჭერები",- ამბობს უკრაინის თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი. ჩერნიაკის თქმით, რუსი მაღალჩინოსნები თავდაცვის უწყებასთან პირადი ინტერესებიდან გამომდინარე თანამშრომლობენ. „ყველა ამას აკეთებს საკუთარი სარგებლობისთვის - ეს მათ ინტერესებშია. ზოგი სიცოცხლის გადასარჩენად. ზოგი იმიტომ, რომ ფულს კარგავს. უკრაინაში შემოჭრის შემდეგ, რიგმა ადამიანმა დაიწყო ფულის დაკარგვა და გავლენები დაკარგა, რაც არ მომწონს, - განმარტა მან. ანდრეი ჩერნიაკმა ასევე დასძინა, რომ რუსული ჯაშუშური ქსელი ევროპის ქვეყნებში აქტიურ მოქმედებას აგრძელებს.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 30 დღით გადავადდა
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international
გახარია - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)