|
2023-02-14 09:07:29, 1825 ნახვა
ომი უკრაინაში
ზელენსკი - უკრაინას აქვს ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა, რომ წელს EU-ში გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები დაიწყოს
გვახსოვდეს - უკრაინის ყოველი ახალი მიღწევა ნიშნავს, უფრო ცოტა დროს გამარჯვებამდე, - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა. უკრაინის სახელმწიფოს ლიდერმა ტრადიციულ ვიდეომიმართვაში საერთაშორისო დახმარებასა და მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ უკრაინას აქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მკაფიო მხარდაჭერა, რომ მიმდინარე წელს, ევროკავშირში გაწევრიანების თაობაზე მოლაპარაკებები დაიწყოს. "ბრიუსელში ვიზიტი უპრეცედენტო იყო ევროკავშირთან ჩვენი ურთიერთობის ისტორიისთვის. პირველად იყო უკრაინის მიმართ ასეთი ყურადღება, პირველად იყო შეხვედრა ყველა ევროპელ ლიდერთან და საუბრების სერია. თითოეულ ლიდერთან განვიხილეთ მხოლოდ ის, რაც მნიშვნელოვანია ჩვენი ურთიერთობებისა და მთლიანად ევროპული საზოგადოებისთვის. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ გვაქვს ევროპული ინსტიტუტებისა და ევროპელი ლიდერების მხარდაჭერა ჩვენი მიზნის მიმართ, მოვემზადოთ და უკვე მიმდინარე წელს დავიწყოთ მოლაპარაკებები უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებაზე. ახლა, როგორც არასდროს, იგრძნობა, რომ უკრაინის ევროპული მიზნები რეალობად იქცევა, როდესაც, როგორც იქნა, რეალური მიღწევები გაცილებით მეტია, ვიდრე პოლიტიკური დეკლარაციები. ათწლეულების განმავლობაში უკრაინა და ევროკავშირი მიდიოდნენ ამისკენ", - განაცხადა ზელენსკიმ.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 30 დღით გადავადდა
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international
გახარია - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)