|
2023-02-13 09:11:44, 1716 ნახვა
ომი უკრაინაში
დუდა - თუ უახლოეს კვირებში უკრაინაში სამხედრო ტექნიკას არ გავგზავნით, პუტინი გაიმარჯვებს
რუსეთს შეუძლია ომი მოიგოს, თუ დასავლეთი უკრაინას სასწრაფოდ არ მიაწვდის ყველა საჭირო იარაღს, - ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ ფრანგ ჟურნალისტებთან ინტერვიუში განაცხადა . მისი აზრით, დასავლეთი ბოლომდე არ აცნობიერებს რუსეთისგან წარმოქმნილ საფრთხეს. "როდესაც ემანუელ მაკრონი საუბრობს პუტინზე, მან შეიძლება იფიქროს, რომ შესაძლებელია შეთანხმების მიღწევა, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ შეუძლებელია პუტინთან შეთანხმება. ვფიქრობ, ერთადერთი, რაც შეიძლება გაკეთდეს რუსეთის შესაჩერებლად, არის უკრაინის მხარდაჭერა,"- თქვა დუდამ. პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე დასძინა, რომ რუსეთი შეწყვეტს უკრაინის ტერიტორიის დაპყრობას ათიათასობით ჯარისკაცის დაკარგვის შემდეგ. „მათ არ აქვთ თანამედროვე სამხედრო ინფრასტრუქტურა, მაგრამ ჰყავთ ხალხი! თუ უახლოეს კვირებში უკრაინაში სამხედრო ტექნიკას არ გავგზავნით, პუტინი გაიმარჯვებს. მას შეუძლია გაიმარჯვოს და ჩვენ არ ვიცით სად გაჩერდება",- განაცხადა დუდამ. ცნობისთვის, ბრიტანული დაზვერვის მონაცემებით, რუსეთმა ბოლო კვირების განმავლობაში ომის დაწყებიდან რეკორდული დანაკარგი განიცადა . ბოლო შვიდი დღის საშუალო მაჩვენებელი ოთხჯერ აღემატება 2022 წლის ივნის-ივლისის მაჩვენებელს.
რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის დასრულება 30 დღით გადავადდა
მიუსაფარი ცხოველების მიმართ ხელისუფლების პოლიტიკა არაეფექტიანია - transparency international
გახარია - ოპოზიციური პარტიების აკრძალვა მოსკოვის სამოქმედო გეგმის იდენტურია
ბაზისბანკის მხარდაჭერით, საერთაშორისო ღონისძიება “თბილისის ფინანსური სამიტი” გაიმართა
|
რედაქტორის რჩევით
ივანიშვილის რეჟიმი ხალხს წყლის და გაზის გადასახდელებს უმატებს
700 დღე პროტესტი საქართველოში: დაღლასა და დანებებას შორის
ომი უკრაინაში
რუსეთის მიერ ოკუპირებული ოლეშკადან ხალხის ევაკუაცია დაიწყო
ფინეთისა და ნორვეგიის ლიდერებმა პუტინს აცნობეს ზელენსკის მზადყოფნის შესახებ, პირად შეხვედრაზე განიხილოს ტერიტორიული საკითხი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)