|
2023-02-10 09:41:33, 1660 ნახვა
ომი უკრაინაში
უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშია - რუსეთის საოკუპაციო ძალებმა კამიკაძე დრონები გაუშვეს
რუსეთის საოკუპაციო ძალებმა უკრაინის მიმართულებით ირანული კამიკაძე დრონები გაუშვეს. უკრაინის რამდენიმე ოლქში საჰაერო განგაშია გამოცხადებული. აფეთქებების ხმა ისმის ხარკოვში, დნეპროპეტროვსკში, დონეცკსა და ზაპოროჟიეში. დნეპროპეტროვსკის რეგიონის ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას დრონების შესაძლო თავდასხმის შესახებ აფრთხილებს. „ხელმისაწვდომი მონაცემებით, რეგიონის მიმართულებით სავარაუდოა, რომ თავდასხმა განხორციელდეს კამიკაძე დრონების მიერ“, - განაცხადა დნეპროპეტროვსკის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, სერჰი ლისაკმა. მან მოქალაქეებს მოუწოდა თვალყური ადევნონ საჰაერო თავდასხმის სიგნალებს. ამავდროულად, დნეპროპეტროვსკის რეგიონული საბჭოს თავმჯდომარემ, ნიკოლაი ლუკაშუკმა აღნიშნა, რომ კამიკაძე დრონები მიმართული იქნა ზაპოროჟიეს ოლქისკენაც. "შაჰედები მიდიან ზაპოროჟიეს მიმართულებით. დაიმახსოვრეთ უსაფრთხოების წესები და იზრუნეთ საკუთარ თავზე. არავითარი ფოტო და ვიდეო", - დაწერა მან Telegram- ზე. ხარკოვში, დაბომბვის გამო, ზოგიერთ რაიონში შუქი ჩაქრა, წინასწარი მონაცემებით. რუსი ოკუპანტები ბომბავენ ხარკოვის კრიტიკულ ინფრასტრუქტურას. დაშავებულების და ზარალის შესახებ ინფორმაცია დგინდება. "ყურადღება! ხარკოვისა და რეგიონის მაცხოვრებლებმა, დამპყრობლები ისევ ისვრიან! ნუ უგულებელყოფთ სიგნალიზაციას. დარჩით თავშესაფრებში!",- განაცხადა ქალაქის მერმა, იგორ ტერეხოვმა. რუსეთის საავიაციო აქტივობა ასევე დაფიქსირდა აზოვის ზღვაში.
ირანი ფარულად ემზადება აშშ-სა და ისრაელის წინააღმდეგ ომის გაფართოებისთვის - The Wall Street Journal
The Telegraph: რუსეთმა ნატოს საზღვრებზე „შაჰიდების“ განსათავსებლად 10 ბაზა ააშენა
კრიშტიანუ რონალდუმ და მისმა მეუღლემ, ჯორჯინამ, ქორწილში დემნა გვასალიას კოსტიუმები ჩაიცვეს
ივანიშვილის მთავრობა ზამთრის ოლიმპიადაზე საქართველოს გუნდს ფულად პრიზებს გადასცემს
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)