22:09 - 28 Sep, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2023-01-24 20:35:01, 1912 ნახვა

კომენტარი
მურუსიძე - ჩემთან ბრძოლის დროს, ნუ ცდილობთ, რომ ჩემს გარშემო რაც არის მოსპოთ და გაანადგუროთ

მე გირჩევდით, რომ ჩემთან ბრძოლის დროს, როდესაც ებრძვით ლევან მურუსიძეს, ნუ ცდილობთ, რომ ჩემს გარშემო რაც არის მოსპოთ და გაანადგუროთ, - ასე გამოეხმაურა მოსამართლე ლევან მურუსიძე "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის" კვლევას.
 
მისივე თქმით, არასამთავრობო სექტორის მიზანია საზოგადოებას შეუქმნას წარმოდგენა, რომ სასამართლო სისტემაში ნეპოტიზმი და არაკომპეტენტურობა მძვინვარებს, რაც არის მიზანმიმართული ბოროტმოქმედება.

“სასამართლოში პრობლემა არის, მაგრამ ყველაზე დიდი პრობლემა რა არის იცით? ის აღვირახსნილი ლანძღვა, გინება და დისკრიმინაცია საქართველოს მოქალაქეებისთვის, რომ შეაზიზღონ მოსამართლეები და სასამართლო სისტემა ლაფში ამოსვარონ, რომ მოქალაქეებს არ ჰქონდეთ ნდობა, რომ აქ არის საშინელი კორუფცია, საშინელი ნეპოტიზმი და საშინელი არაკომპეტენტურობა, აი ეს არის მიმართული ბოროტმოქმედება, რომელსაც არასამთავრობო სექტორი აკეთებს. “

მე გირჩევდით, რომ ჩემთან ბრძოლის დროს, როდესაც ებრძვით ლევან მურუსიძეს, ნუ ცდილობთ, რომ ჩემს გარშემო რაც არის მოსპოთ და გაანადგუროთ. იმიტომ, რომ არ არის სწორი. ადამიანს რაც გაუკეთეს და რაც შეურაცხყოფა მიაყენეს და რაც აბულინგეს ტელევიზიებით, რა ვიცი მე ვერაფერს ვერ დამაკლებთ რეალურად, როგორც ლევან მურუსიძეს, რეალური მიზანი რაც არის...ადამიანი წლებია უკვე რაც მუშაობს სასამართლო სისტემაში", - განაცხადა ლევან მურუსიძემ.

ცნობისთვის, "ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა" (IDFI) უზენაესი სასამართლოს 28 მოსამართლის, მეორე ინსტანციის სასამართლოს 84 მოსამართლის, და პირველი ინსტანციის სასამართლოს 209 მოსამართლის ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა, რომლის მიხედვითაც საქართველოს მოქმედი მოსამართლეების თითქმის ოჯახის ერთი მესამედის წევრი დასაქმებულია საჯარო სამსახურში.

IDFI გამჭვირვალობის ხარისხის ამაღლებისა და ნეპოტიზმის, ფავორიტიზმის და კორუფციის რისკების შემცირების მიზნით ხელისუფლებას მოუწოდებს, რომ დამატებითი სტანდარტები დანერგოს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
უკრაინის არმიამ დონბასში 2022 წლის შემდეგ ყველაზე მასშტაბური კონტრშეტევა დაიწყო
შენი კარიერის პირველი ნაბიჯები თიბისიში - ანაზღაურებადი სტაჟირების პროგრამა დაიწყო
ქონების გადასახადის ზღვარი ₾100 000-მდე იზრდება, ოცნება ინიციატივას დაჩქარებულად განიხილავს
კიევის რეგიონში რუსული დარტყმების შემდეგ, საწყობს ცეცხლი გაუჩნდა და მის მახლობლად ამიაკის მომატებული დონე დაფიქსირდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics