|
2026-11-22 22:46:00, 259 ნახვა
სამართალი
ყაველაშვილმა რეჟიმის ტყვე რეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ოკმელაშვილი შეიწყალა
მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით, 232 პირი შეიწყალა. შეწყალება შეეხო 216 საპატიმრო და 16 არასაპატიმრო სასჯელის მქონე პირს. გავრცელებული ინფორმაციით, შეწყალებულთა შორისაა პროდასავლური აქციების მონაწილე, რეჟიმის მიერ დატყვევებული პროდიუსერი და რეჟისორი გიორგი ოკმელაშვილი. რეჟისორ და სარეკლამო კომპანია „ლიმონის“ დამფუძნებელ გიორგი ოკმელაშვილს 2025 წლის 3 თებერვალს, 2024 წლის მაისის საპროტესტო აქციებთან დაკავშირებულ საქმეზე, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. 2025 წლის 3 თებერვალს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი გელაშვილმა ის პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნო და 5-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. 2025 წლის 28 აპრილს სააპელაციო სასამართლომ განაჩენი ძალაში დატოვა, ხოლო 2025 წლის ნოემბერში უზენაესმა სასამართლომ მისი საკასაციო საჩივარი განსახილველად არ მიიღო. უფლებადამცველმა ორგანიზაციებმა (მათ შორის საიამ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა — საქართველომ“) საქმის წარმოებაში სამართლებრივი და პროცედურული დარღვევები გამოყვეს და განაცხადეს, რომ გამოძიება და სასამართლო განხილვა კრიტიკულ კითხვებს აჩენდა უფლებამოსილების გადამეტებასა და მტკიცებულებების სტანდარტებთან დაკავშირებით.
ყაველაშვილმა რეჟიმის ტყვე რეჟისორი და პროდიუსერი გიორგი ოკმელაშვილი შეიწყალა
თამთა მიქელაძე - ოცნება სუროგაციის აკრძალვით საპატრიარქოსთან კონფლიქტის შემსუბუქებას ცდილობს
გვარამია რეჟიმის მიერ სუროგაციის აკრძალვაზე - საპატრიარქოს 2 მოთხოვნიდან - შეიზღუდოს აზარტული თამაშები და აიკრძალოს სუროგაცია - დათმეს ახალი სიცოცხლეები! უარი თქვეს ერის გამრავლებაზე და აირჩიეს ფული
ივანიშვილის წარმომადგენელი კირცხალია ამბობს, რომ საქართველოში სუროგაცია სრულიად აიკრძალება
|
რედაქტორის რჩევით
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეთა აღვირახსნილობა, რომელსაც ვეღარ მალავენ
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
ომი უკრაინაში
მათ ალყა გაარღვიეს და 14 სოფელი დაიბრუნეს, უკრაინელმა სამხედროებმა გაასაჯაროეს ოპერაცია „დათვების ხაფანგის“ ქრონიკა
კრივოი როგი რუსმა ოკუპანტებმა დაბომბეს, 58 ადამიანი დაიჭრა და ორი დაიღუპა, მათ შორის ბავშვებიც არიან
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ტექნიკური ოპტიმიზაცია“ თუ გასაჩივრების უფლების გაუქმება - რას უშვება ივანიშვილის რეჟიმი საარჩევნო კოდექსს
მთავარი თემა
|


ავტორი: მარიამ იმერლიშვილი, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2020 წლიდან



