|
2023-01-15 20:32:27, 1859 ნახვა
სხვადასხვა
ზელენსკი ბუბა კიკაბიძეზე - დიდებული ხალხის დიდებული ადამიანი, ლეგენდა
უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმერ ზელენსკიმ ვახტანგ კიკაბიძის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვა. "ვახტანგ კიკაბიძე მეგობარი, რომელიც ყოველთვის ჩვენს გვერდით იყო. დიდებული ხალხის დიდებული ადამიანი. ლეგენდა, რომელსაც ყველა ვუყურებდით. ნათელი ხსოვნა ხელოვანს და თანაგრძნობა მის ახლობლებს." - დაწერა ზელენსკიმ თავის ფეისბუქზე. ქართველი კინომსახიობი, საესტრადო მომღერალი, სცენარისტი და კინორეჟისორი ვახტანგ (ბუბა) კიკაბიძე 84 წლის ასაკში გარდაიცვალა. საქართველოს სახალხო არტისტი ბუბა კიკაბიძე იყო სსრკ-ის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი, მრავალი საერთაშორისო სიმღერისა და კინოფესტივალის ლაურეატი. კავალერი ორდენების: ღირსების, ვახტანგ გორგასლის III ხარისხის, ნიკოლოზ საკვირველთმოქმედისა და წმინდა კონსტანტინე დიდის ჯვრის რაინდი. თბილისის საპატიო მოქალაქე (1999). 1999 წელს მოსკოვში „ვარსკვლავების მოედანზე“ ჩაიდო მისი სახელობის ვარსკვლავი.
|
რედაქტორის რჩევით
საერთაშორისო ნაძირლები: როგორ აქცია ტრამპმა სამშვიდობო მოლაპარაკებები მაიამი-ბიჩში ბინის გაყიდვად
„ქართული ოცნების“ პროპაგანდისტული ეკოსისტემის კოორდინირებული კამპანია BBC-ის გამოძიების წინააღმდეგ
ომი უკრაინაში
სუმის რეგიონში დრონის მრავალსართულიან შენობაზე თავდასხმის შედეგად შვიდი ადამიანი დაშავდა
რუსეთის საოკუპაციო ძალები, უკრაინის ტერიტორიების სწრაფ ოკუპირებას ახდენენ - The Telegraph
ვიდეო/LIVE საქართველოს დამოუკიდებლობის დღე
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)