|
2022-12-29 16:06:42, 1500 ნახვა
რეგიონი
აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები დაჯილდოვდნენ
ბათუმში „მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონიაზე აჭარაში საუკეთესო ტურისტული სერვისის მიმწოდებლები გამოვლინდნენ. რეგიონში ტურისტებისა და სექტორის მიერ საუკეთესო ბრენდულ სასტუმროდ ჰილტონ ბათუმი, ქართულ, არაბრენდულ სასტუმროდ „ბლუმი“, საუკეთესო ჰოსტელად „ძველი ბათუმი“, ხოლო ყველაზე პოპულარულ რესტორნად „ფიროსმანი“ დასახელდა. გარდა ამისა, რეგიონში ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული ადგილის ტიტული ბათუმის ბულვარმა, ხოლო ხშირად ვიზიტირებადი დაცული ტერიტორიისა მტირალას ეროვნულმა პარკმა მიიღო. ჯამში, ღობისძიებაზე გამარჯვებულები 13 ნომინაციაში გამოვლინდნენ. • საუკეთესო ბრენდული სასტუმრო - „ჰილტონი“ • საუკეთესო არაბრენდული სასტუმრო - „ბლუმი“ • საუკეთესო ჰოსტელი - „ძველი ბათუმი“ • ყველაზე პოპულარული რესტორანი - „ფიროსმანი“ • საუკეთესო ტურისტული სააგენტო - „აჭარა ტური“ • საუკეთესო გიდი - თამარ ორაგველიძე • საუკეთესო განთავსების ობიექტი სოფლად - „ზებო“ • ყველაზე პოპულარული ღვინის მარანი - ვაჟა დავითაძის მეღვინეობა და მარანი • ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი მუზეუმი - გონიო-აფსაროსის არქეოლოგიურ-არქიტექტურული კომპლექსი • ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი დაცული ტერიტორია - მტირალას ეროვნული პარკი • ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ადგილი - ბათუმის ბულვარი • ყველაზე ხშირად ვიზიტირებადი ტურისტული მარშრუტი - მახუნცეთის ტურისტული მარშრუტი • საუკეთესო ტურისტული მძღოლი აჭარაში - ზვიად გოგიჩაიშვილი აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის ინიციატივით, წელს პირველად, მაგნოლიის დაჯილდოების ცერემონიაზე, დაწესდა ტურიზმის საპატიო ჯილდო, რომელიც ტურიზმის სექტორისთვის მნიშვნელოვან ადამიანებს გადაეცა. 1. ეკოტურიზმის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - იზოლდა მაჭუტაძე 2. ტურიზმის სფეროში ხანგრძლივი და ნაყოფიერი მოღვაწეობისთვის - ზურაბ ბარბაქაძე 3. გიდის პროფესიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის - ბაგრატ თავბერიძე და ზურაბ ჭკუასელი 4. ტურიზმის ინდუსტრიისთვის მთელი ცხოვრების მანძილზე გაწეული თავდადებისთვის - თამაზ შამილიშვილი და მალხაზ მალაყმაძე აჭარაში ტურიზმის განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მადლობის სიგელები გადასცა კერძო და სამთავრობო სექტორის, ასევე მედიის წარმომადგენლებს. „მაგნოლია 2022“-ის დაჯილდოების ცერემონია აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის 2022 წლის ანგარიშით გაიხსნა. დეპარტამენტის თავმჯდომარე თინათინ ზოიძემ სტუმრებს დეპარტამენტის მიერ განხორციელებული პროექტები და ტურიზმის მიმართულებით რეგიონის მიღწევები გააცნო. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი „მაგნოლია“-ს დაჯილდოების ღონისძიებას აჭარაში 2015 წლიდან ატარებს. მისი მიზანი ტურისტული სექტორის წახალისება და რეგიონში სერვისის გაუმჯობესებაა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონში მაღალი სერვისის მიმწოდებელი ტურისტული ობიექტების გამოსავლენად ტურისტების და სექტორის შეფასებებს იყენებს. ღონისძიებას ბათუმის დრამატულ თეატრში ტურიზმის სექტორის, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.
დღეიდან, უცხოელებს გიდებად, კურიერებად და ტაქსის მძღოლებად მუშაობა სრულიად ეკრძალებათ
დღეიდან საგზაო-სატრანსპორტო წესების დარღვევისთვის ჯარიმები იზრდება
გდდ-ის ყოფილი ხელმძღვანელი, რომან ქარცივაძე სუს-ის სპეციალური ოპერაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელად დაინიშნა
მიხეილ სააკაშვილი: პატრიარქის „არჩევნის“ სცენარი ლუბიანკაზე დიდი ხნის წინ დაიწერა.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)