15:26 - 13 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2022-12-19 11:11:01, 2051 ნახვა

სხვადასხვა
Huawei მეორადი სანქციების საფრთხის გამო რუსეთში 2000 თანამშრომლით განყოფილებას ხურავს

ჩინური კომპანია Huawei ხურავს რუსეთში მონაცემთა შენახვის სისტემებისა და სატელეკომუნიკაციო აღჭურვილობის კორპორატიული გაყიდვების განყოფილებას, წერს კომერსანტი წყაროებზე დაყრდნობით. ამ განყოფილებაში - Enterprise Business Group - დაახლოებით 2 ათასი ადამიანი მუშაობდა, ახლა მათ სთავაზობენ დსთ-ს ქვეყნებში გადასვლას ან სამსახურიდან გათავისუფლებას.

გადაწყვეტილება დაკავშირებულია მეორადი სანქციების რისკებთან, რადგან აღჭურვილობის გამოყენება შესაძლებელია საჯარო სექტორში, განმარტავს წყარო.

გამოცემის თანამოსაუბრემ, კომპანიასთან დაახლოებულმა, დაადასტურა ინფორმაცია, რომ თანამშრომლების უმეტესობა დატოვებს განყოფილებას, მაგრამ განმარტა, რომ ოფისი ნომინალურად დარჩება: „კომპანია მზადაა დაბრუნდეს, თუ უკრაინაში აქტიური საომარი მოქმედებები შეჩერდება“.

ამავდროულად, კომპანია მზად არის გააგრძელოს სამომხმარებლო ელექტრონიკის გაყიდვა რუსეთში, განმარტავს კომერსანტის წყარო. ამ საკითხზე Huawei-ს ოფიციალური კომენტარი არ გაუკეთებია.

უკრაინაში რუსული შემოჭრის დაწყებიდან, ჩინურმა ბრენდებმა დასავლეთის სანქციების შიშით, კონფლიქტში რუსეთის პირდაპირ მხარდაჭერას ერიდებიან. ბევრი მათგანი ფარულად ტოვებს რუსულ ბაზარს ან წყვეტს თანამშრომლობას. გამონაკლისი არის საავტომობილო ინდუსტრია, სადაც ჩინეთი აძლიერებს თავის ყოფნას.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ბათუმის ბოტანიკურ ბაღთან მატარებელი ქალს დაეჯახა
TBC-ის მხარდაჭერით ახალგაზრდა ტალანტების საერთაშორისო წარმატებები გრძელდება
ზელენსკი: თუ Patriot-ის რაკეტების 10% გვექნება, ყველა რუსულ ბალისტიკურ რაკეტას გავანადგურებთ
პიტ ჰეგსეთი: კუბასთან დაკავშირებით ყველა ვარიანტი განიხილება, მათ შორის სამხედროც
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics